Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენი სილამაზე დროს არ ექვემდებარება“ – ნახეთ რა სექსუალური იყო ახალგაზრდობაში ფარულავა

© Ia parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალური ია ფარულავა ახალგაზრდობის სურათებს ხშირად აქვეყნებს. ბუნებრივი სილამაზისა და შარმის მქონე მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება. ნახეთ არტისტის მორიგი სექსუალური სურათი...

ყველასათვის ცნობილი მსახიობი ია ფარულავა ახალგაზრდობის სურათის გამოქვეყნების შემდეგ მექსიკელ ცეცხლოვან კინომსახიობ სალმა ჰაიეკს შეადარეს. აშკარაა, რომ არტისტის და ტელეწამყვანის სილამაზეს წლები ვერაფერს აკლებს. სურათის კომენტარებში, როგორც ყოველთვის, ია ფარულავას სილამაზის, თავის მოვლის ხრიკებს ეკითხებიან.

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკაში ია ფარულავამ დიდი გამოცდილება მიიღო. არქივში ძველი კადრები ინახება, სადაც ია ჯონი დეპსა და რობერტ დე ნიროსთან ერთად პოზირებს.

საქართველოში ია ფარულავა სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. 1987 წელს მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურიში მიწვეულმა რობერტ დე ნირომ ფესტივალის ნომინაციაში „ყველაზე ლამაზი ქალი“ ია ფარულავა დაასახელა. მისი გარეგნობა, ხასიათი და განწყობა ყველას ღიმილს იწვევს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ მსახიობი და ტელეწამყვანი 52 წლის არის. ყველას აინტერესებს, თუ რა არის მისი სილამაზის საიდუმლო და რა მეთოდებით ინარჩუნებს ვარსკვლავი სასიამოვნო გარეგნობას. ის აღნიშნავს, რომ კვირაში ორი დღე თავის მოვლისთვის აქვს გამოყოფილი. ერთ-ერთი ესთეტიკური კლინიკის „ანტიეიჯის“ ასაკის საწინააღმდეგო პროცედურების სახე და ხშირი მომხმარებელია.

ყველა ახალი ამბავი
0