„გვაჩუქეთ თქვენი ვალმოხდილი ჩიჩილაკები“- თბილისის ზოოპარკის ახალი ინიციატივა

© Sputnik / Levan Avlabreliჩიჩილაკები
ჩიჩილაკები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ახალ ინიციატივას დამთვალიერებლები უკვე შეუერთდნენ და სახლიდან ჩიჩილაკები ზოოპარკში მიიტანეს.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ჩიჩილაკების დაწვის ან განადგურების ნაცვლად თბილისის ზოოპარკი დამთვალიერებელს ახალ ინიციატივას სთავაზობს, რის მიხედვითაც გამოუსადეგარი ჩიჩილაკები, შესაძლოა, ცხოველების საკვებად ან გასართობად გამოიყენონ.

„ნაახალწლარ ჩიჩილაკებს თუ არ გადაყრით და ჩვენ მოგვიტანთ, ძალიან გაგვახარებთ. ჩვენზე მეტად კი - ჩვენს ბინადრებს. ზოოპარკის ყოჩაღი მომვლელები ათასგვარ დანიშნულებას მოუფიქრებენ - სათამაშოებს დაამზადებენ, ზედ ახუნძლავენ რამეებს და ისე შეუტანენ ცხოველებს, გირლიანდებს დაწნავენ“, - ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალ ინიციატივას დამთვალიერებლები უკვე შეუერთდნენ და სახლიდან ჩიჩილაკები ზოოპარკში მიიტანეს.

„მოიტანეს უამრავი ჩიჩილაკი, რომელსაც ცხოველთა გარემოს გამდიდრებისათვის გამოვიყენებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოველებს მივცემთ საშუალებას მეტი კვლევითი აქტივობა აწარმოონ," - განაცხადა   თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0