С  ჰეპატიტი

აუდიტის სამსახური: ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდა

52
(განახლებულია 23:10 16.01.2020)
ჩამოწერილი პრეპარატების ღირებულება სამინისტროს ფინანსურ ანგარიშშია ასახული, აცხადებენ აუდიტის სამსახურში

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამისად წარიმართა, აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

პარასკევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ С ჰეპატიტის მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს, რომელთა ღირებულებაც 560,6 მლნ ლარს აღემატება, ვადა გაუვიდა და ისინი ჩამოწერეს.

სკანდალი ვადაგასულ მედიკამენტებთან დაკავშირებით – დავით სერგეენკო კითხვებს პასუხობს >>

„ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება, 560 645 083 ლარი ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად“, - განუცხადეს სახელმწიფო აუდიტში პირველ არხს.

მანამდე ჯანდაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო С სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზარალი არც პაციენტებს მიუღიათ და არც ფინანსური ზარალი არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით სერგეენკომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, გარკვეული განფასება გაეკეთებინა ამ მათ აიღეს 2016 წლის ფასები „ვიკიპედიიდან“ ან რაიმე სხვა პორტალიდან. მისი თქმით, 2018 წელს აღნიშნული პრეპარატი რვაჯერ ნაკლები ღირდა.

С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობის პროგრამა საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა 10-წლიანი შეთანხმება ამერიკულ კომპანიასთან Gilead Sciences, რომელიც ამარაგებს ქვეყანას დაავადების სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტებით. პროგრამის მონაწილეებს თავდაპირველად პრეპარატ „სოვალდის“ ურიგებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში გაუმჯობესებულმა პრეპარატმა „ჰავრონმა“ ჩაანაცვლა. 

საქართველოში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში С ჰეპატიტზე გამოკვლევა მოსახლეობის 60%-ს აქვს ჩატარებული, 65 ათასი ადამიანი მკურნალობას გადიოდა და გადის, აქედან 58 ათასი განიკურნა და მკურნალობა დაასრულა, დარჩენილთაგან 98,7% კი გამოჯანმრთელების სტადიაშია.

საქართველო დღეს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოა. C ჰეპატიტის ელიმინაციის ქართული პროგრამის ანალოგი არსად არ ყოფილა მსოფლიოში.

„შეცვალეს“ წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან წამლები წყალში გადაყარეს >>

2015 წელს ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა თითქმის 8% С ჰეპატიტის მატარებელი იყო. ამიტომ ქვეყანა რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

52
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (182)