აეროპორტი

საქართველოდან ირანის მიმართულებით ავიამიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება

105
(განახლებულია 20:13 08.01.2020)
თბილისიდან ირანში ორი ავიაკომპანია Taban Airlines და Qeshm Air დაფრინავს. Taban Airlines-ი რეისებს კვირაში ოთხჯერ, Qeshm Air-ი კი ყოველდღიურად ახორციელებს.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოდან ირანის მიმართულებით ავიარეისები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" კომპანია TAV Georgia-ში.

კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, თბილისიდან ირანში ორი ავიაკომპანია Taban Airlines და Qeshm Air დაფრინავს. Taban Airlines-ი რეისებს კვირაში ოთხჯერ, Qeshm Air-ი კი ყოველდღიურად ახორციელებს.

ოთხშაბათს, 8 იანვარს იმამ ჰომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" ლაინერი Boeing 737 ჩამოვარდა. ბორტზე 176 ადამიანი იმყოფებოდა. საუბედუროდ, ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა შესახებ შემდეგ ინფორმაციას ფლობს: დაღუპულთა შორის 82 ირანელი, 63 კანადელი, 11 უკრაინელი (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), 10 შვედი, 4 ავღანელი და 3-3 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ უკრაინამ ირანის თავზე ფრენები დროებით შეაჩერა. გარდა ამისა, ათზე მეტმა მსხვილმა ავიაკომპანიამ დროებით უარი განაცხადა ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეში ფრენების განხორციელებაზე. გადამზიდავების გადაწყვეტილება დაკავშირებულია სარაკეტო დარტყმებთან, რომელიც ღამით ირანულმა არმიამ ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე მიიტანა.

Singapore Airlines-მა, China Airlines-მა და პოლონურმა კომპანია LOT-მა საკუთარი თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით გადაამისამართეს.

ირანისა და ერაყის თავზე ფრენების განხორციელებაზე უარი თქვეს ავსტრიულმა ავიაკომპანია Qantas Airways-მა, ტაივანურმა EVA Air-მა, მალაიზიურმა Malaysia Airlines-მა, ფრანგულმა Air France-მა და გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ.

მანამდე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანისა და ერაყის ტერიტორიებზე კომერციული ავიაციის ფრენებზე აკრძალვა შემოიღო. ავიაკომპანიებმა Emirates Airline-მა და Flydubai-მ ბაღდადში ფრენები აკრძალეს.

105
თემები:
ირანი vs აშშ: ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შედეგები (14)
ნანიკო ხაზარაძე

„გასაყიდი გოჭი“- ნანიკო ხაზარაძის ქალიშვილმა დედა მხარზე მოიგდო - სახალისო ფოტო

14
ლილუ ნუცუბიძის და ნანიკო ხაზარაძის ერთი მხიარული დღე. ტელეწამყვანი პოზიტიურ ფოტოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ნახეთ როგორ მოიგდო მხარზე შვილმა დედა

ნანიკო ხაზარაძე მეგობარ შვილთან ერთად გართობას არ წყვეტს. დედა-შვილს შესაშური დამოკიდებულება აქვთ და ერთმანეთის დიდი მესაიდუმლეებიც არიან. ნანიკო ხაზარაძის განცხადებით, შვილს არაფერში ზღუდავს. მხიარული ფოტო კი, ნანიკომ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და „ფოლოვერები“ სახალისო განწყობაზე დააყენა.

View this post on Instagram

A post shared by ნანიკო (@naniko.khazaradze) on

უსაყვარლესმა გოგონამ ლილუ ნუცუბიძემ სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო. ყვავილებით დაინტერესებულმა თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სკოლის მოსწავლემ სამსახური თბილისის ცენტრში იპოვა. ამის შესახებ ნანიკო ხაზარაძემ საკუთარ გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ დაწერა. „ლილუ სამსახურში“ – ამ სათაურით გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ლილუს დედა უზრუნველყოფს, გოგონამ საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება მიიღო. ლილუ ნუცუბიძე გამყიდველად მუშაობს „ყვავილების ქარხანაში", რომელიც პეტრიაშვილის ქუჩის დასაწყისშია.

View this post on Instagram

@eeeelilu

A post shared by ნანიკო (@naniko.khazaradze) on

საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ცნობილი სახეების შვილებს სოციუმში თავის დამკვიდრება უჭირთ. ეს სტერეოტიპი ნანიკო ხაზარაძეს და მის ლაღ ქალიშვილს არ ეხებათ. წარმატებული ტელეწამყვანის თქმით, ერთადერთ ქალიშვილს არასდროს არაფერს უკრძალავდა. მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო და ლილუს მამა ძალიან მალე დაშორდნენ, ნანიკომ ყველა ძალა მოიკრიბა და ცხოვრება შვილთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყო. ლილუ და ნანიკო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ტელეწამყვანსა და მის ქალიშვილს საოცარი მეგობრობა აკავშირებთ. ლილუ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედა დამოუკიდებლობას არ უშლის.

„გასაყიდი გოჭი“,- ასე დაასათაურა უახლესი ფოტო ნანიკომ. „ვახ, რა ჯანზეა ლილუ!“; „ორი ერთნაირი. ღმერთმა დალოცა თქვენი დედაშვილობა...“; „რა საყვარლად ჰყავხარ მოგდებული...“- წერენ ნანიკოს მეგობრები.

14
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად

ვაჩე კალაძე ნიკოლა კალაძეს ფრანგულად დათვლას დიდი მონდომებით ასწავლის - პოზიტიური ვიდეო

138
(განახლებულია 19:43 24.10.2020)
მოუსვენარი ნიკოლა კალაძე დედ-მამას მოდუნების არც ერთ წუთს არ აძლევს. უფროს ძმებს აწყობილ ლეგოებსა და კუბიკებს უნგრევს, მამას გაურბის და დედას ლოყებზე ჩქმეტს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ და მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს. ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ბიჭების გარემოცვაში იწყება და სრულდება. ნიკოლა კალაძე კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება. კახა კალაძეს და ნიკოლას განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აკავშირებს.

View this post on Instagram

❤️❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

ძმის გართობას ყველაზე უმცროსი ვაჩე კალაძეც ცდილობს. ბიჭები სამუშაო ოთახში ერთმანეთს ცოდნას უზიარებენ. ანუკის გვერდზე ეს უკვე მეორე ვიდეოა, რომელზეც ვაჩეს და ნიკოლას განსაკუთრებული დამოკიდებულება კარგად ჩანს. მანამდე ანუკი ორივე ვაჟს იტალიურს ასწავლიდა, ახლა კი, ვაჩე ყველაზე პატარა კალაძეს ფრანგულად დათვლას დიდი მონდომებით უზიარებს. პოზიტიური ვიდეო დიზაინერმა თავად გამოაქვეყნა.

გადატვირთული გრაფიკი კორონავირუსის გავრცელების გამო სახლში, ოჯახთან ერთად ყოფნამ ჩაანაცვლა. ამიტომ სელებრითები სოციალურ ქსელში საკუთარი ფეშენებელური სახლებიდან სახალისო ფოტო-ვიდეოებს აქვეყნებენ ან სასარგებლო რჩევებს იძლევიან. ისინი კულინარიულ ნიჭსა და სხვადასხვა ხრიკებს ასაჯაროებენ. დიზაინერი დიდ დროს ვაჟებს უთმობს და პარალელურად სამზარეულოში ფუსფუსსაც ასწრებს. მისი ყოველდღიური რუტინა პანდემიის გამო შეიცვალა და ახლა ყველა საქმემ სახლში გადმოინაცვლა.

View this post on Instagram

❤️❤️❤️❤️

A post shared by Kakha Kaladze (@kakhakaladze) on

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.

138
თემები:
სელებრითების ცხოვრება