წვეთოვანი ოპერაციის დროს

თბილისში ვირუსით რვა წლის ბავშვი გარდაიცვალა

257
(განახლებულია 22:32 30.03.2020)
სპეციალისტები ადგენენ, კონკრეტულად რომელი ინფექცია ან ვირუსი გახდა რვა წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. თბილისში მწვავე ვირუსული ინფექციით რვა წლის ბავშვი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში გრიპის სეზონი აპრილამდე გაგრძელდება >>

თემქაზე, ერთ-ერთ პედიატრიულ კლინიკაში ბავშვი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ბავშვის მდგომარეობა მისი კლინიკაში მიყვანისთანავე მძიმე იყო. მას მაღალი სიცხე, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.

უცნობია ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი დაგვიანებული მკურნალობა შეიძლება იყოს.

მედიკოსების თქმით, დაავადება სწრაფად ვითარებოდა, სუნთქვითი უკმარისობის გამო ბავშვი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს, თუმცა ბავშვის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.

ექიმები H1N1 ტიპის ვირუსს გამორიცხავენ. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი ინფექცია ან ვირუსი გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ლაბორატორიული კვლევა დაიწყო. დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საშიში ვირუსი

სტატისტიკური მონაცემებით, გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების მაჩვენებელმა 312-ს მიაღწია 100 ათას ადამიანზე. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 277 იყო.

ეპიდემიად მიიჩნევა მაჩვენებელი, როდესაც კონკრეტული ვირუსით 100 ათას მცხოვრებზე 450–500 ადამიანი ავადდება.

გასული წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი“ მძვინვარებდა, რომლის ნიადაგზე გართულებების შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში ძირითადად А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუმცა А ტიპის ვირუსებთან (H1N1, H3N5) შედარებით, უფრო სჭარბობს მსუბუქი ფორმის В ტიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები.

საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.

257
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (179)