ქართველმა სამხედროებმა მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წელი მიულოცეს

© FB / Giorgi Kvirikashviliქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქციები თბილისში, დაბა ვაზიანის დასახლებაში, ახალციხეში, გორში, კასპში, წეროვანში, ქუთაისში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში ჩაატარეს.

თბილისი,  4 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებმა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე ინფორმაცია მოიძიეს და საკუთარი სურვილითა და ძალისხმევით მათთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ყოველდღიური მოხმარების ნივთები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეიძინეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო აქციები თბილისში, დაბა ვაზიანის დასახლებაში, ახალციხეში, გორში, კასპში, წეროვანში, ქუთაისში, თერჯოლაში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში ჩაატარეს.

ყველა ახალი ამბავი
0