გრიპი

საქართველოში ვირუსული ინფექციებით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა

252
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს.

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია, იუწყება პირველი არხი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის ექიმ თამარ ყიყიშვილზე დაყრდნობით.

გრიპი და გაციება: როგორ განვასხვავოთ ორი დაავადება ერთმანეთისგან >>

ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს.

იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსი.

„დეკემბრის პირველი ნახევრიდან ვირუსული ინფექციით დაავადებულ პაციენტთა მომართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. ძირითადად ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება B ტიპის ვირუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პაციენტს დახმარება გავუწიოთ და ამისთვის მზად ვართ. ადგილების რაოდენობა საკმარისი გვაქვს“, - განაცხადა ყიყიშვილმა.

საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ და არც ერთი არ იყო აცრილი გრიპზე.

2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში საქართველოში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსი - ე.წ ღორის გრიპი იყო მოდებული, რომელმაც 22 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვმა 104 შემთხვევა შეადგინა. ეპიდემიის დროს კი 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რიცხვი 450 ადამიანს შეადგენს.

252
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (179)