სეზონური გრიპი: თბილისში პოლიკლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით თბილისში სამი ამბულატორია მუშაობის გახანგრძლივებულ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ძირითადად А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუმცა, А ტიპის ვირუსებთან (H1N1, H3N5) შედარებით, უფრო სჭარბობს მსუბუქი ფორმის В ტიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები.

გრიპი - Sputnik საქართველო
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან - ექიმების ხუთი მარტივი წესი

კერძოდ, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. 57), „მედკაპიტალი-გლდანი“ (ი. ვეკუას ქ. 18) და „მედკაპიტალი-ვარკეთილი“ (მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. 3). აღნიშნული პოლიკლინიკები 09:00-დან 22:00 საათამდე იმუშავებენ, 18:00 საათიდან კი კლინიკები მათთან არარეგისტრირებულ პაციენტებსაც მოემსახურებიან.

ამასთან, აღნიშნულ დაწესებულებებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში იწარმოებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვა ამბულატორიების გახანგრძლივებულ გრაფიკზე გადასვლის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესაბამისად იქნება მიღებული.

მანამდე სასწრაფო დახმარების ცენტრმა გაავრცელა მოწოდება მოსახლეობისადმი, რომ გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე პირველადი ჯანდაცვის რგოლს მიმართონ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და დღევანდელი მდგომარეობა ზამთრის სეზონისთვის ნორმალური მოვლენაა.

საქართველოში ბოლო პერიოდში გრიპის H1N1 ტიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები და არ ჰქონდათ გრიპის აცრა გაკეთებული.

გასული წლის დეკემბერ-იანვარში გრიპის H1N1 ვირუსის („ღორის გრიპის") საფუძველზე გართულებებისგან 22 ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0