ინტენსიური თოვის გამო საქართველოს გზებზე აკრძალვები დაწესდა

© photo: Sputnikთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევიდან საქართველოში ამინდი გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შაბათსა და კვირას ღამით მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის 31-62-ე კმ მონაკვეთზე (ანდეზიტი-ღადოლარი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტობანის მშენებლობა ქუთაისთან - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ მონაკვეთს (ნაქერალას უღელტეხილი), აქ ღამით იყო აკრძალული მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დილით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შეზღუდვა მოიხსნა. გზის ამ მონაკვეთძე ამჟამად ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

პარასკევიდან საქართველოში ამინდი გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შაბათსა და კვირას ღამით მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი უხვი ნალექის გამო მთებში შესაძლებელია ზვავსაშიშროების წარმოქმნა და ასევე მეწყრული პროცესების ფორმირება.

ყველა ახალი ამბავი
0