ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტისთვის გზა თავისუფალია

© photo: Sputnikთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუდაური–კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დღეებში ინტენსიური თოვის გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა დაწესდა. ამ დროისთვის ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.

ყველა ახალი ამბავი
0