საქართველო ადამიანის თავისუფლების ინდექსში 41-ე ადგილზეა

გამოწერა
ინდექსის მიხედვით, რომელიც მოიცავს პირად, სამოქალაქო და ეკონომიკურ თავისუფლებებს, საქართველო რეგიონში ლიდერია.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველომ ადამიანის თავისუფლების ინდექსში მეზობელ ქვეყნებს გაუსწრო – ქვეყანამ 41-ე პოზიცია დაიკავა, თუმცა წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი ერთი საფეხურით გაუარესდა.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: „ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველო კვლავ რჩება ლიდერებს შორის

ინდექსი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა პირადი, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლებები.

რეგიონში საქართველოსთან ყველაზე ახლოს არის სომხეთი, რომელმაც რეიტინგში 54-ე ადგილი დაიკავა. ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვთ აზერბაიჯანს (121) და თურქეთს (122). რუსეთი 114-ე ადგილზეა.

ინდექსში ლიდერ პოზიციაზე არიან ახალი ზელანდია, შვეიცარია და ჰონგ-კონგი.

დიდი ბრიტანეთი მე-14 ადგილზეა, აშშ-ს მე-15 ადგილი ერგო, იაპონიას – 25-ე, იტალიას კი 32-ე. ბელარუსი რეიტინგში 92-ე ადგილზე განთავსდა.

რეიტინგის ანტიგმირები აღმოჩნდნენ იემენი (160), ვენესუელა (161) და სირია (162).

ინდექსი შედგენილია კატონის ინსტიტუტთან (ვაშინგტონი, აშშ), ფრეზერის ინსტიტუტთან (ვანკუვერი, კანადა) და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ლიბერალურ ინსტიტუტთან (პოტსდამი, გერმანია) თანამშრომლობით.

ყველა ახალი ამბავი
0