მესაზღვრეებმა ბლოელ გოგიას სახლი აუშენეს

© photo: courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaგოგი გიგაური - ბლოელი გოგია და მესაზღვრე
გოგი გიგაური - ბლოელი გოგია და მესაზღვრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. მესაზღვრეებმა სოფელ ბლოს ერთადერთ მკვიდრს გოგია გიგაურს სახლი აუშენეს, ნათქვამია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა რომ ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრისთვის, 45 წლის გოგია გიგაურისთვის სახლის აშენება გადაწყვიტეს, დაახლოებით ერთი თვის წინ გახდა ცნობილი.

„სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის საკუთარი ინიციატივით ფული შეაგროვეს, სამშენებლო მასალები შეიძინეს, რომლებიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს", – ნათქვამია განცხადებაში.

გოგია გიგაურს ძველი, ხევსურული, ბანიანი სახლი ზვავმა 2015 წელს დაუნგრია. სოფლამდე სამანქანო გზა არ მიდის, როშკასთან წყდება. როშკიდან ბლომდე კი 5 კილომეტრია. ამიტომ გოგიამ რამდენიმე წლის წინ ბარისახოდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით რკინის კარკასი აიტანა, ტენტი გადააფარა და ოთხი წელი ამ კარავში იზამთრებდა.

საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების" ცნობით, გოგია გიგაური ბლოში დაბადებულ-გაზრდილია. უკვე 1997 წლისთვის ამ სოფელში გოგიას ოჯახიღა იყო შემორჩენილი. ცხოვრების ნახევარი მან სრულიად მარტომ გაატარა. სააგენტომ საზოგადოებას გააცნო მისი მდგომარეობა და სახლის ასაშენებლად თანხაც შეაგროვა.

მესაზღვრეები ბლოელ გოგიას სახლს უშენებენ>>

„შეგროვილი 9339 ლარით, სრულად, ბლოელ გოგიას გაზაფხულზე ძველი ხევსურული სახლის აღდგენას ან ბიზნეს-იდეას დავუფინანსებთ, რათა ის უფრო მეტად გაძლიერდეს და მთაში დაბრუნების სტიმული სხვებსაც მისცეს", – აღნიშნულია „მთის ამბების" სტატიაში.

ყველა ახალი ამბავი
0