Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძე „მასტერშეფში“ მონაწილეობას აპირებს? –ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს მაკა კვიციანი

© courtesy of Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის მეუღლე წარმატებული დიზაინერია. ANOUKI ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბრენდი ANOUKI თბილისის მერის მეუღლემ, ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 2013 წელს შექმნა. ანუკის განათლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში აქვს მიღებული, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მილანის დიზაინის სკოლაში ჩაბარება დაეხმარა მას გაეგო, რა მიმართულებით სურდა მუშაობა. დიზაინერობის სურვილი და საკუთარი ბრენდის შექმნის იდეა კი მას ბავშვობიდან ჰქონდა. თავდაპირველად დიზაინერმა თავისი კარიერა უკრაინაში დაიწყო, თუმცა საბოლოოდ სამშობლოში დამკვიდრდა და უკვე მრავალი წელია ბრენდით ANOUKI ახალ კოლექციებს სთავაზობს მომხმარებელს. ბრენდი განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში და მომხმარებელთა უმრავლესობა სოციალური ქსელის საშუალებით ეცნობა მიმდინარე სიახლეებს. ანუკის ბრენდი ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარს გვთავაზობს.

ბრენდი თავიდანვე აქტიურად იყო წარდგენილი ევროპულ გამოფენებსა და პარიზის შოურუმებში, რაც ზრდიდა როგორც ანუკის, ასევე მისი ბრენდის პოპულარობას. ბრენდის ტანსაცმელი წარდგენილია ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორიცაა Harvey Nichols Hong Kong, D-Mop Hong-Kong, Isetan Japan, Rare Market Korea, Lyyk (4 მაღაზია რუსეთში) More is Love. 2017 წელს ქართული ბრენდი ANOUKI მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა. მილანის მოდის კვირეული მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მის ჩვენებებზე სხვადასხვა ატელიე და მოდის სახლი მაყურებელს საკუთარ კოლექციებს უჩვენებს და ახალი სეზონის მოდის მიმართულებების შეფასების საშუალებას იძლევა. ანუკი არეშიძის, როგორც დიზაინერის სახელს არაერთი წარმატება უკავშირდება. ანუკი მსოფლიოში აღიარებულ ქართველ დიზაინერებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს და მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება.

ცოტა ხნის წინ თბილისის მოდის კვირეულზე ანუკი არეშიძემ დიზაინერებს შორის მეტად მაღალი შეფასება მიიღო. ქართველი წარმატებული დიზაინერი ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის დახვეწილ კაბებსა და ახლა უკვე აქსესუარებსაც ჰქმნის. ანუკის მუზა და მოტივატორი, როგორც თავად აღნიშნა, მისი ვაჟები არიან. საკუთარი ჩვენება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა, სწორედ მათთან ერთად დახურა. აქტუალური და საინტერესო ქართველი ქალი ბევრ ადამიანს ხიბლავს, და ამაში გასაკვირი არაფერია. ანუკი არეშიძეს დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. ცოტა ხნის წინ ანუკიმ Instagram-ზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც „შუშაბანდშია“ გადაღებული. როგორც ჩანს, პეტრიაშვილის ქუჩაზე ანუკიმ ყვავილების მაღაზია გახსნა.

მისმა მეჯვარემ, დიზაინერმა მაკა კვიციანმა ცოტა ხნის წინ Instagram-ის „სთორიზე“ ანუკის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის სამზარეულოში ფუსფუსებს. მაკა კვიციანი პოპულარული შოუ „მასტერშეფის“ წინა სეზონში მონაწილეობდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ანუკიც ამ შოუში მონაწილეობისთვის ემზადება.

ყველა ახალი ამბავი
0