საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ITUC PERC-ს პრეზიდენტი გახდა

© GTUC • Union of Trade Unions of Georgiaირაკლი პეტრიაშვილი
ირაკლი პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების პანევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს კიდევ ოთხი წლის ვადით დაიკავებს.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო პროფკავშირების პანევროპული რეგიონული საბჭოს (ITUC PERC) პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს, იუწყება გაერთიანების პრეს-სამსახური.

პანევროპული რეგიონული საბჭოს მეოთხე გენერალური ასამბლეის მუშაობაში 45 ქვეყნიდან ასამდე დელეგატი მონაწილეობდა. პეტრიაშვილს მხარი დელეგატთა უმრავლესობამ დაუჭირა. იგი საბჭოს კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს.

ასამბლეაზე განიხილეს და დაამტკიცეს პანევროპული რეგიონული საბჭოს 2020-2024 წლების პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა.

ITUC PERC 89 ეროვნულ პროფკავშირებს აერთიანებს, რომლებიც პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წევრები არიან. ის ასევე ღიაა თანამშრომლობისთვის გლობალურ პროფკავშირების ფედერაციებთან საერთაშორისო დონეზე და ევროპის დარგობრივ ფედერაციებთან – ევროპის დონეზე.

ITUC PERC-ს პრეზიდენტს ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0