თბილისში შესაძლოა აზერბაიჯანულ-ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება გაიხსნას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანი და საქართველო აწარმოებენ მოლაპარაკებებს უნივერსიტეტის შექმნის თაობაზე, რომელიც ძირითადად აზერბაიჯანულენოვანი კადრების მომზადებაზე იქნება ორიენტირებული

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. თბილისში აზერბაიჯანულ-ქართული უმაღლესი სასწავლო დაწესებულება გაიხსნება, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ახალ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლას ყველა მსურველი შეძლებს - უნივერსიტეტში ჩაბარებისას მოქალაქეობის კუთხით არანაირი შეზღუდვა არ იქნება, აღნიშნეს სახელმწიფო კომიტეტში.

სტუდენტების აქცია - Sputnik საქართველო
სკანდალი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში – რეზიდენტურის გამოცდები ფასიანი გახდა

ამასთან, უმეტესწილად უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ისწავლიან სტუდენტები საქართველოს აზერბაიჯანული თემიდან, განმარტავენ უწყებაში.

ადრე დიასპორის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა განაცხადა აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ერთობლივი აზერბაიჯანულ-ქართული უნივერსიტეტის შექმნისა და შეთანხმების თაობაზე, რომელიც აზერბაიჯანის უნივერსიტეტებში საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი ახალგაზრდებისთვის სასწავლო კვოტების გამოყოფას ითვალისწინებს.

კვოტების გამოყოფა უკვე 2020 წლიდან იგეგმება, აღნიშნა მან.

ადრე, საქართველოს აზერბაიჯანელებმა აზერბაიჯანულენოვანი კადრების მომზადების მიზნით უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დაარსების თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0