ფრთხილად მძღოლებო: ხვალიდან დამატებით სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსიჩქარის კონტროლის სექცია
სიჩქარის კონტროლის სექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. შიდა ქართლში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიმდინარე წლის 9 დეკემბრიდან საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 12 სექცია ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციები საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ამოქმედება.

სიჩქარის კონტროლის სექციები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის შემდეგ მონაკვეთებზე განთავსდება:

1. მე-80 კილომეტრიდან (გორის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) 81-ე კილომეტრამდე (ბერბუკის ხიდი, მიმართულება ხაშური).

2. 81-ე კილომეტრიდან (ბერბუკის ხიდი, მიმართულება ხაშური) 83-ე კილომეტრამდე (ცხინვალის გადასახვევი, მიმართულება ხაშური).

3. 83-ე კილომეტრიდან (ცხინვალის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) 87-ე კილომეტრამდე (გორის გვირაბი, მიმართულება ხაშური).

4. 87-ე კილომეტრიდან (გორის გვირაბი, მიმართულება ხაშური) 94-ე კილომეტრამდე (რუისის გადასახვევი, მიმართულება ხაშური).

5. 94-ე კილომეტრიდან (რუისის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) 102-ე კილომეტრამდე (ქარელის გადასახვევი, მიმართულება ხაშური).

6. 102-ე კილომეტრიდან (ქარელის გადასახვევი, მიმართულება ხაშური) 112-ე კილომეტრამდე (აგარის გადასახვევი, მიმართულება ხაშური).

7. 112-ე კილომეტრიდან (აგარის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) 102-ე კილომეტრამდე (ქარელის გადასახვევი, მიმართულება თბილისი).

8. 102-ე კილომეტრიდან (ქარელის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) 94-ე კილომეტრამდე (რუისის გადასახვევი, მიმართულება თბილისი).

9. 94-ე კილომეტრიდან (რუისის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) 87-ე კილომეტრამდე (გორის გვირაბი, მიმართულება თბილისი).

10. 87-ე კილომეტრიდან (გორის გვირაბი, მიმართულება თბილისი) 83-ე კილომეტრამდე (ცხინვალის გადასახვევი, მიმართულება თბილისი).

11. 83-ე კილომეტრიდან (ცხინვალის გადასახვევი, მიმართულება თბილისი) 81-ე კილომეტრამდე (ბერბუკის ხიდი, მიმართულება თბილისი).

12. 81-ე კილომეტრიდან (ბერბუკის ხიდი, მიმართულება თბილისი) 81-ე კილომეტრამდე (გორის გადასახვევი, მიმართულება თბილისი).

ყველა ამ მონაკვეთზე ნებადართული სიჩქარეა 110 კმ/სთ.

უწყების ცნობით, სიჩქარის კონტროლის სექციური სისტემით, სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 861 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

შსს-ს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში 17,5 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 224 და დაშავდა 3,7 ათასზე მეტი ადამიანი. აღნიშნულ პერიოდში სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით 134 ავარია მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 27, ხოლო დაშავდა 214 ადამიანი.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.

 

ყველა ახალი ამბავი
0