ირაკლი სტურუა და ნათია წიქარიძე

ინტერნეტ-სივრცის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს უსაყვარლესი შვილი ჰყავს ფოტოები

2413
(განახლებულია 19:39 06.12.2019)
ირაკლი სტურუამ და ნათია წიქარიძემ 6 წლის წინ თურქეთში გაიცნეს ერთმანეთი და ერთი ნახვით შეუყვარდათ...

ბევ­რი იც­ნობს იკა-ნა­თი­ას წყვილს, რომ­ლებ­მაც ინ­ტერ­ნეტ-­მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ხა­ლი­სო და პო­ზი­ტი­უ­რი ვი­დე­ო­ე­ბით და­ა­მახ­სოვ­რეს და შე­აყ­ვა­რეს თავი. ირაკ­ლი სტუ­რუას და ნა­თია წი­ქა­რი­ძეს 30 ოქტომბერს პირ­ვე­ლი შვი­ლი შეეძინათ. როგორც თავად აღნიშნავენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მათ გოგონას ნიცა დაარქვეს. სანამ ნათია იმშობიარებდა, ქმართან ერთად იცეკვა, რამდენიმე საათში კი ნიცა დაიბადა.

„ყველაფერმა კარგად ჩაიარა ღმერთის წყალობით. უბედნიერესი დღე დადგა ჩვენს ცხოვრებაში სიტყვებით აუღწერელი. მოევლინა ამ ქვეყნად ჩვენი სიცოცხლე და სიყვარული - ნიცა“, – დაწერეს ბლოგერებმა სოციალურ ქსელში.

სქე­სის გა­გე­ბის ცე­რე­მო­ნია იკამ და ნა­თი­ამ ულა­მა­ზეს წვე­უ­ლე­ბად აქ­ცი­ეს, სა­დაც შე­ი­ტყვეს, რომ გო­გო­ნას ელო­დე­ბოდნენ. სოციალურ ქსელში მათთან ერთად მათი პატარას ფოტოებიც აქტიურად იდება, რასაც უამრავი ადამიანის დადებითი ემოცია ახლავს.

ირაკლი სტურუამ და ნათია წიქარიძემ 6 წლის წინ თურქეთში გაიცნეს ერთმანეთი და ერთი ნახვით შეუყვარდათ. მას მერე ასე თვალებგაფართოებულნი არიან და, როგორც ამბობენ, რაც დრო გადის, უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა უჩნდებათ ერთმანეთისადმი.


თურქეთიდან კი წელიწადზე მეტია, რაც დაბრუნდნენ. მათი გვერდი – IKa NaTia PaGe უკვე ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში და 170 ათასზე მეტი ადამიანი იწონებს. საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი პოპულარული ვიდეო ქორწილიდან, სადაც გულაჩუყებული და ატირებული სიძე ჩანს, რაც საქართველოსთვის დიდი იშვიათობაა.

2413
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1146)