Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

როგორ გამოიყურებოდა თაკო ნაცვლიშვილი ბავშვობაში – მოდელმა უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა

© Photo: Tako Natsvlishvili / FBთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებული და ცნობილი ოჯახის შვილი ქართველი სელებრითების რიგს კარიერის დაწყებიდან მალევე შეუერთდა. თაკო ნაცვლიშვილის მიმართ ყურადღება არა მხოლოდ ქართულმა, არამედ ევროპულმა მედიამ გამოიჩინა. საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა სუპერ-მოდელი სამოდელო სფეროში ჩართვამდე.

„თაკო ნაცვლიშვილი ევროპის წამყვან მოდის კვირეულებს იპყრობს“ – ამ სათაურით ქართულ მედიასივრცესა და განსაკუთრებით მოდის ბლოგებზე არაერთი სტატია თუ ვიდეორგოლი გამოქვეყნდა. მასზე სიუჟეტებს მთელი ქართული სატელევიზიო სივრცის წარმომადგენლები იღებენ. აღსანიშნავია თაკოს უდიდესი წარმატება და ჯულია რობერტსთან გადაღებული სარეკლამო ვიდეო, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. თაკოს სილამაზე და დახვეწილი მანერები ბევრ ადამიანს მოსწონს. მისი შარმით აღტაცებული სოციალური ქსელის „ფოლოვერები“ გულწრფელ ემოციებს ვერ მალავენ. თაკოს თითოეულ ფოტოს 11 ათასამდე მოწონება აქვს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება შეყვარებულთან ერთად გადაღებულმა სურათმა გამოიწვია.

21 წლის მოდელმა იუბილე ოქტომბრის დასაწყისში აღნიშნა. დაუვიწყარი წვეულება თაკომ თბილისში მეგობრების წრეში აღნიშნა, სადაც მისი შეყვარებულიც გამოჩნდა. თაკოს რამდენიმე ქალაქში უწევს ცხოვრება. ყველაზე იშვიათად ის თბილისში ჩნდება. წარმატებული ქართველი მოდელი წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი ცეცხლოვანი თვალები და პოდიუმზე კატისებური ნაბიჯები მოდის მოყვარულებს ატყვევებს. თაკოს წარმატება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ ევროპული მოდის სახლების სტუმრობას შეეჩვია. კასტინგებზე გასულ თაკოს უმართლებს და ის იტალიასა და საფრანგეთში თანაბარი წარმატებით სარგებლობს.

სუპერ-მოდელის ბუნებრივი სილამაზე მის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვობის ფოტოებზე კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ თაკოს ულამაზესი დედმამიშვილები ჰყავს. პოპულარული ოჯახი ოთხ შვილს ზრდის. ერთ-ერთი ქალიშვილი თაკოსთან და დედასთან ნინო ცქიტიშვილთან ერთად ფოტოსესიებზე ხშირად პოზირებს. სავარაუდოდ, თაკოს უმცროსი და დედის და დის ნაბიჯებს მიჰყვება. თაკო ნაცვლიშვილის საუცხოო გარეგნობა უამრავი ადამიანის მზერას იპყრობს. მან მოკლე დროში სახელი გაითქვა და ახლა თაკოს დედოფალს ადარებენ.

ყველა ახალი ამბავი
0