საპროტესტო აქცია

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კვერცხები ესროლეს

144
(განახლებულია 20:30 03.12.2019)
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქციებს პერიოდულად გამართავენ

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

„აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა საქართველოში", „ზუგდიდი შეუერთდება დემიშიზაციას", „კასრების დრო ვერ დაბრუნდება", „არა მიშას" - ასეთი ლოზუნგებით გამართეს „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია და ოპოზიციური პარტიის წევრებს 9 წლიანი მმართველობა შეახსენეს.

ენმ-ის ზუგდიდის ოფისთან აქციის მონაწილეებმა ცოცხები მიიტანეს და შესასვლელთან დაალაგეს. აქცია სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ასევე გამოჩნდა ყავარჯნები და კვერცხები. ყავარჯნის სროლისას ერთ-ერთი პოლიციელი დაშავდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,  ლაშა ხარებავამ  განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს „უკვე დაამთავრეს და მათ უკან მობრუნებას არ დაუშვებენ“. აქციის მონაწილეების ინფორმაციით,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქციებს პერიოდულად გამართავენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

ზუგდიდში, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც პარტიის ოფისის მინები დაზიანდა, შსს-მ სსკ-ის 187-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.

ქვეყანა პროტესტის ტალღამ მოიცვა 14 ნოემბრის - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესწორებები ჩააგდო. ოპოზიცია ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანას მოითხოვს. ამ საკითხზე მოლაპარაკებები დიპლომატიურმა კორპუსმა მოაწყო, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამ კვირაში პროტესტის თბილისიდან რეგიონებში გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს. აქციები გაიმართა მცხეთაში, ქობულეთში, ქუთაისში.

ოპოზიცია უგულავას, ვაშაძისა და ბოკერიას მეთაურობით ხმაურიან აქციას მართავს მცხეთაში >>

მომიტინგეები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებას თუ მოსვენებას არ მისცემენ, ისინი დათმობაზე წავლენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ პროპორციული სისტემით. ოპოზიციონერები მართავენ მრავალრიცხოვან პერფორმანსებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, აქვთ პარლამენტის შენობისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირების მცდელობა.

ნიკა ლატარია

 

 

144
თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (171)
აუზი

ფიტნეს–ცენტრებისა და საცურაო აუზების მფლობელებს პირობები წაუყენეს

7
(განახლებულია 12:20 07.07.2020)
საქართველოში არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრები საქმიანობის განახლებას  შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებენ

 

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik.  საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების ინსპექტირება იწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გაიარონ. შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ობიექტები საქმიანობას განაახლებენ.

რეგულაციების თანახმად, ფიტნეს–ცენტრებში ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადების გამოყენება ჭადრაკის პრინციპით უნდა მოხდეს, ხოლო პირსახოცები  ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს.

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშებს,  დარბაზში ნებადართულია ერთდროულად არაუმეტეს 10 ადამიანის ყოფნა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შემოღებული რეგულაციები ვირუსისგან თითოეულ მოქალაქეს დაიცავს.

რაც შეეხება აუზებს, მოცემულ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. 

საცურაო აუზების მფლობელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ახალი წესების თანახმად, მათ ყოველდღიურად მოუწევდათ აუზებში წყლის 10%–ის შეცვლა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს.

 „ეს იყო გამოწვევა, რაზეც აქცენტს აკეთებდნენ აუზების წარმომადგენლები. ჩვენ გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ, რომ 24 საათის განმავლობაში წყლის 5%–ის შეცვლა იქნება აუცილებელი.  ამ გზით მოხდა მათი მოთხოვნის გათვალისწინება და  კომპრომისული ვარიანტის შეთავაზება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

როგორც ადრე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების კუთხით უფრო დიდი საფრთხის შემცველია მასობრივი თავშეყრის ადგილები, ვიდრე ფიტნეს–ცენტრები და საცურაო აუზები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.

7
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი შაქარაშვილი

„გიორგის დედა ცუდად გახდა...“ - შაქარაშვილის ბიძა ოჯახის რეაქციაზე საუბრობს

80
(განახლებულია 11:23 07.07.2020)
თითქმის ორი კვირა გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ელოდება ექსპერტიზის პასუხს, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

თბილისი, 7 ივლისი  — Sputnik. მედიაში გასული სიუჟეტის ნახვის შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა, გიორგის დედა ცუდად გახდა, აცხადებს ოჯახის ნათესავი და მისი უფლებების დამცველი მირიან ნიკოლაძე „აჭარის ტელევიზიასთან“.

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის თქმით, ერთ-ერთი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდგომ, მას გიორგის დედამ ტირილით დაურეკა და უთხრა, რომ „შვილი მეორედ მოუკლეს“.

„ბავშვის გარდაცვალებაზე მეტად, სკანდალები და რეიტინგები აღელვებთ. მე არ მინახავს სიუჟეტი. არანაირი მოტეხილობა არ ჰქონია გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქონდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო“, - აცხადებს უფლებადამცველი.

მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია თითქოს გარდაცვლილს ყური არ ჰქონდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ეს ექსპერტმაც ბევრჯერ დაადასტურა.

გასულ სიუჟეტში ნაჩვენები იყო, თუ რა დაზიანებები ჰქონდა 19 წლის გიორგი შაქარაშვილს. საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად არის ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან.

19 წლის ახალგაზრდას სხეულზე 10-მდე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის საუბარია მოტეხილობებზე. გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის თქმით, სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა გიორგი შაქარაშვილის დედის ცუდად გახდომა.

23 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

„გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი“– ახალი სკანდალი ფეხბურთელის საქმეში >>>

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.  

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

80