გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია

მეუფე ნიკოლოზი: მგონია, რომ პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

432
(განახლებულია 14:51 01.12.2019)
დეკანოზ მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. მგონია, რომ პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მამალაძის სავარაუდო შეწყალების შესახებ ინფორმაცია „ფეიკნიუსია“ >>

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

„არ მგონია, პრეზიდენტმა უარი თქვას შეწყალებაზე, რატომ არ უნდა შეიწყალოს, მე არ ვიცი. ჩვენ მეორეჯერ მივმართავთ უკვე პრეზიდენტს ასეთი თხოვნით. პირველად მხოლოდ სიტყვიერი მიმართვა იყო. შეწყალების პროცესი არის რთული, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში რთულად არის ეს ამბავი. გაურკვეველია, რა ლოგიკით იწყალებენ, რა ლოგიკით არ იწყალებენ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე 31 ოქტომბერს განიხილეს მამალაძის საკითხი და შემდეგი გადაწყვიტეს: „დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და  არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“.

მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. მსჯავრდებულთა საქმეებს ჯერ შეწყალების სახელმწიფო კომისია განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი იღებს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.

თავად ზურაბიშვილს მამალაძის სავარაუდო შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

432
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)
გიორგი გახარია

როდის შეხვდება პრემიერი ბაჩალიაშვილის ოჯახს: პრემიერმა დრო დაასახელა

20
(განახლებულია 14:05 06.08.2020)
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს,  რათა მიიღოს პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინოს, რომ საქმეს გამოიძიებენ.

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია მზად არის გარდაცვლილი თამარ ბაცალიაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებს, თუმცა, გამოძიების დასრულების შემდეგ, განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს (ის პროგრამისტი იყო) და წინასწარი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. 

გოგონას მშობლები გამოძიებაში აშშ-ის ძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას და პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს,  რათა მიიღოს პასუხი დაგროვილ კითხვებზე და პირადად მთავრობის მეთაურისგან მოისმინოს, რომ საქმეს გამოიძიებენ.

„მე, მშობლებთან ერთად ყოველ დღე ველოდები გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, ოჯახთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მან გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ქვეყნისთვის ტრაგედიაა.

20
მაია ასათიანი

„ხელის გულზე ტარებას დამპირდა“ მაია ასათიანი ცნობილ კაცთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

3927
(განახლებულია 14:23 31.07.2020)
მაია ასათიანმა „სთორიში“ იმ კაცის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ბევრი წელიწადია იცნობს და ახლა მან მოულოდნელი წინადადება გაუკეთა.

პოპულარულ ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, თუმცა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქვს, ყოველთვის ჰქონდა, გათხოვებას არ აპირებს და ამაზე ხმამაღლა საუბარსაც არ აპირებს.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

View this post on Instagram

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani) on

მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მომღერალი ნოდიკო ტატიაშვილია აღბეჭდილი. მეგობრები სალონში იმყოფებიან. მაიამ ფოტოს წააწერა, რომ ნოდიკო სიბერეში ხელის გულზე ტარებას დაჰპირდა. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი კუნძულ ბალიზე განმარტოვდა, რადგან შვილის გარდაცვალების წლისთავი იყო. ტელეწამყვანმა კუნძულზე უამრავი წიგნი მოიმარაგა, დადებითი ემოციები დააგროვა და კეთილი ადამიანები გაიცნო.

3927
თემები:
სელებრითების ცხოვრება