Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ ვინ არის დალი ჩიტალაძის მეუღლე, რომელსაც საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს - ფოტოები

© Photo: Dali Chitaladze / FBდალი ჩიტალაძე
დალი ჩიტალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მომხიბვლელი ქალის დღესასწაულივით ცხოვრების მიღმა ბევრი ტრაგედია იმალება. ახალგაზრდობაში ძმა დაკარგა, 3 წლის წინ კი უმცროსი და გამოეცალა ხელიდან. სწორედ დის გარდაცვალების შემდეგ გააცნობიერა, რომ ადამიანისთვის წლების მატება, დაბერება უფლის საჩუქარია

გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ქალბატონი - ამ ეპითეტებით ხშირად დალი ჩიტალაძეზე საუბრობენ. მოდის ექსპერტი ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, მაგრამ მისი პოპულარობა განსაკუთრებით გადაცემა „მასტერშეფი“-ს შემდეგ გაიზარდა. მოდის ექსპერტი 56 წლის გახლვათ და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

როგორც დალი ინტერვიუებში ყვება, კონსერვატორია აქვს დამთავრებული. წერდა სიმღერებსაც, თუმცა მოდა ყოველთვის პირველი იყო მის ცხოვრებაში. მუდამ მოღიმარი და პოზიტიური დალი ჩიტალაძის ცხოვრება არც ისე მარტივად წარიმართა. მიუხედავად უდარდელი და ხალისიანი ბავშვობისა, მას მარტო, შვილთან ერთად, ემიგრაციაში მოუწია ყოფნა, სადაც „ვერსაჩეს“ სახლში მუშაობამდე რესტორანში მღეროდა.

ამერიკაში ყოფნის პერიოდში შეიტყო ძმის გარდაცვალება, შემდეგ და გარდაეცვალა და ამ ტკივილს წლების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად გრძნობს, როდესაც მშობლები მოხუცდნენ და მათ ავადმყოფობასთან შეჭიდება მარტოს უწევს.

„მხოლოდ 39 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ თურმე საჭიროა ოჯახის შექმნა, მივხვდი, რომ დავიღალე მარტო. მე თვითონ ვიყავი ოჯახში ქალიც და კაციც. ემიგრაცია ძალიან რთულია, თან ბავშვთან ერთად რომ ხარ, ბავშვის სწავლა-განათლება, ათასი საჭიროება. ზუსტად იმ დროს გავთხოვდი, როცა საჭირო იყო. საქართველოში ბოიფრენდისა და გერლფრენდის ინსტიტუტი რომ მკვიდრდება, ამაში არაფერი ცუდი არ არის, მე მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ტრადიციული ვარ. მომწონს, როდესაც ჩვენი ტრადიციები სწორად ერწყმის დასავლურ ცივილიზაციას. ცივილიზებული ქართველი ძალიან საინტერესო და განსხვავებულია. ეს კარგად დავინახე, როდესაც ამერიკაში ვცხოვრობდი“, - აცხადებს დალი ჩიტალაძე.

მოდის ექსპერტი 17 წელია ქორწინებაში იმყოფება. როგორც დალი ამბობს, მის მეუღლეს საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, არც სოციალური ქსელებით სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0