რა გამონაკლისს დაუშვებს განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის

© Pixabay / 12019მერხები საკლასო ოთახში
მერხები საკლასო ოთახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით,  6 450 საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებელი წავიდა განათლების სფეროდან  და ეს სახელმწიფოს  55 მილიონი ლარი დაუჯდა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საპენსიო ასაკის პედაგოგები ფულადი ჯილდოს მიღებას გამოცდის შედეგების შემდეგაც შეძლებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სკოლის მასწავლებლის ხელფასი დღეიდან 150 ლარით გაიზარდა >>

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის ირინა აბულაძის განცხადებით, უწყება ამ გამონაკლისს იმიტომ დაუშვებს, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე გავიდნენ, გამოცდის შედეგები დეკემბრამდე არ ეცოდინებათ. ხოლო სისტემიდან გასვლისთვის გათვალისწინებული ჯილდოს მისაღებად მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ნოემბრის 29-ში სრულდება.

„არის ძალიან ბევრი პედაგოგი, რომელიც უკვე მზად არის, რომ დაწეროს განცხადება და გავიდეს, ისინი გამოცდაზეც არ გასულან. ამიტომაც, ჩვენ ვთქვით, რომ არ ვალოდინებთ იმ მასწავლებლებს, ვისაც აქვს სურვილი ახალ წლამდე, დეკემბერშივე ისარგებლოს ჯილდოთი. მაგრამ ისინი, ვინც გადიან გამოცდაზე და გადაწყვეტენ მოგვიანებით, დავუშვათ დეკემბრის შუა რიცხვებში, რომ შედეგების გათვალისწინებით დაწერონ განცხადება, ამისთვის მათ ეს შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ“, – აღნიშნა ირინა აბულაძემ.
სკოლაში გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრომ სკოლებში ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები დაასახელა

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 6 450 საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებელი გავიდა განათლების სისტემიდან და ეს სახელმწიფოს 55 მილიონი ლარი დაუჯდა.

პირველ ეტაპზე, ფულადი ჯილდოს მიღების სურვილი საპენსიო ასაკს მიღწეულმა 6000-მდე პრაქტიკოსმა პედაგოგმა გამოთქვა.

საქართველოში საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წელია, მამაკაცებისთვის - 65.

საქართველოში ათი ათასი ახალი პედაგოგია დარეგისტრირებული >>

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0