უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა

გამოწერა
A კატეგორიის ტაქსების სალონებისთვის ქიმწმენდის უფასოდ ჩატარებას თბილისში გატარებული ტაქსების რეფორმა ითვალისწინებს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ტაქსების უფასო ქიმწმენდის ვაუჩერით მეორე ეტაპზე – 1 ნოემბრიდან დღემდე 500-მდე ტაქსის მფლობელმა ისარგებლა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სად მიიღებენ ტაქსის მძღოლები სალონების ქიმიური წმენდის უფასო სერვისს>>

A კატეგორიის ტაქსების სალონებისთვის ქიმწმენდის უფასოდ ჩატარებას თბილისში გატარებული ტაქსების რეფორმა ითვალისწინებს.

კალაძის განცხადებით, პირველი ეტაპისგან განსხვავებით, ვაუჩერებით სარგებლობის მაჩვენებელი მაღალია.

„ჩვენ ვაუჩერების გაცემის მეორე ეტაპი დავიწყეთ და, პირველი ეტაპისგან განსხვავებით, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. იმ მოწოდებების შემდეგ, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული, დღეის მდგომარეობით, 500-მდე ვაუჩერი არის გაცემული, როდესაც პირველ შემთხვევაში მთლიანად 87 ვაუჩერი იყო გამოყენებული", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე A კატეგორიაში 13 ათასზე მეტი მძღოლი დარეგისტრირდა.

ტაქსი - Sputnik საქართველო
„დაჯარიმდებით!" - კალაძემ ტაქსის მძღოლები გააფრთხილა

თბილისში ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით.

ყველა ახალი ამბავი
0