გიორგობასთან დაკავშირებით პატიმრები ამანათებს 21 ნოემბრიდან მიიღებენ

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია საქართველოში და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით  ამანათების შეგზავნა ხვალიდან დაიწყება, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების შეგზავნა ხვალიდან, 21 ნოემბრიდან დაიწყება”, – ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

საპატიმროს დერეფანი - Sputnik საქართველო
საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა

პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება მოხდება 21-22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ — 23 ნოემბერსა და 6 მაისს ზეიმობენ. 23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი თავის კვეთას და ამ დღეს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.

მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მეორე ადგილზეა. 2018 წლის ბოლოს საქართველოში დარეგისტრირდა 9,4 ათასი ადამიანი, რომლებიც სასჯელს საპატიმროებში იხდიან. ამგვარად, ქვეყნის ყოველ 100 ათას მცხოვრებზე მოდის 252,2 პატიმარი. ეს მაჩვენებელი 2016 წლის მაჩვენებელზე 1,6%-ით ნაკლებია. მაშინ 100 ათას მცხოვრებზე 256,3 პატიმარი მოდიოდა.

ყველა ახალი ამბავი
0