გიორგი თარგამაძე და თათია თოფურია

გიორგი თარგამაძე და მისი მეუღლე ტელევიზიაში დაბრუნდნენ: ნახეთ, სად განაგრძობენ კარიერას

7251
(განახლებულია 15:08 18.11.2019)
2007 წელს ტელეკომპანია „იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. 12-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მოგესალმებით – ასე დაიწყო გიორგი თარგამაძემ თავისი პირველი მონოლოგი „ფორმულაზე“. „იმედის” საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ყოფილი დირექტორი, ასევე ყოველკვირეული გადაცემა „დროების” ავტორი და წამყვანი ახლა უკვე ტელეარხ „ფორმულიდან“ მიესალმება მაყურებელს.

სიახლეებია გიორგი თარგამაძის მეუღლის თათია თოფურიას კარიერაშიც. წლების წინ „იმედის“ ტელესახემ თათია თოფურიამ „მთავარ არხზე“ დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ ყოფილმა წამყვანმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ჯერ უცნობია, რა პოზიციაზე იმუშავებს ტელეკომპანიაში თათია თოფურია, თუმცა, თუ მის სატელევიზიო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ის რომელიმე გადაცემის წამყვანად ვიხილოთ.

„იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ თათია თოფურია კერძო სტრუქტურებში მუშაობდა. ბოლოს ის „საქართველოს ეროვნული ლატარეა ლოტოს“ პიარ-მენეჯერი იყო.

2007 წელს ტელეკომპანია „იმედში” სპეცრაზმის შეჭრის შემდეგ გიორგი თარგამაძემ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” დააფუძნა და 2008 წელს პარლამენტშიც შევიდა. ის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა ხმების მხოლოდ 1% მიიღო. მას შემდეგ თარგამაძე პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

7251
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1940)
შალვა ახალციხელის ტაძარი ახალციხეში

ახალციხეში ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში პირველი ღვთისმსახურება აღევლინა

10
საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მთავრობის წევრები

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. ახალციხის ახლად აშენებულ შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღევლინა.

შალვა ახალციხელი ქართული ჯარის მფარველია. შალვა და ივანე ახალციხელები გმირი ძმები არიან, რომლებმაც მე–13 საუკუნის დასაწყისში ჯალალედინის მრავალრიცხოვანი ჯარის წინააღმდეგ ბრძოლებში გაითქვეს სახელი. ივანე ახალციხელი გარნისის კლდეებში ბრძოლისას გარდაიცვალა, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს. მას მუსლიმობის სანაცვლოდ თავისუფლება შესთავაზეს, თუმცა შალვა ახალციხელმა თავის რწმენას არ უღალატა და ის საშინლად აწამეს და მოკლეს.

საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და მთავრობის წევრები. ღვთისმსახურება ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

მეუფემ დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.

გახარიამ აღნიშნა, რომ შალვა ახალციხელის ტაძრის გახსნა დიდი ზეიმია არა მხოლოდ ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

„ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება, რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მშვიდობა და წინსვლა უსურვა ახალციხელებს და ისურვა, რომ საქართველოში მეტი ამგვარი ტაძარი აშენდეს.

შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო.

10
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში

„დამაწიეს გზაში“ ასე უცნაურად გაიგო ხატია სიჭინავამ ყავის მეშვეობით, რომ ბიჭს ელოდებოდა

13647
(განახლებულია 14:36 31.07.2020)
ხატია სიჭინავამ რამაზ ნოზაძეს სამი გოგონას შემდეგ ნანატრი ბიჭი გაუჩინა. აღმოჩნდა, რომ წყვილმა დიდხანს არ იცოდა შვილის სქესი. ხატია ყავის ჭიქის ფოტოს აქვეყნებს, სადაც უცნაური გამოსახულება ჩანს.

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. წყვილმა ნანატრ ვაჟს მიქაელ-გიორგი დაარქვა. რამაზ ნოზაძეს საგანგებო მდგომარეობის გამო შვილთან სამშობიაროში არ უშვებდნენ, და მხოლოდ სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ შეხვდა მეოთხე შვილს.

View this post on Instagram

არ ვიცი როგორ შეცვლის ჩემს ფსიქოლოგიას დრო და წლების მიერ გაასმაგებული სიყვარული 🙈 იქნებ გავსულელდე და შენს პირადში შემოჭრაც ვცადო 🙈 იქნებ მომინდეს რომ მარტო ჩემი იყო და ყველა წუთი და საათი გაგახსენო დაბადებიდან ზრდასრულობამდე 🤦🏼‍♀️ მართლა ესე თუ გადავირიე, აქ დავტოვებ ამ პოსტს, რომ შევახსენო ჩემს თავს, შენ ჩემი საკუთრება არა ხარ 😄 შენ უბრალოდ მფარველ ანგელოზად ჩვენ აგვირჩიე, მაგრამ დამოუკიდებელ პიროვნებად იზრდები 💙 სანამ ჩვილი ხარ, მე დაგიფრთხობ ცუდ სიზმრებს, ძილში რომ გატირებს და ჩაგკოცნი როცა ძილში გაიცინებ 🥰 მერე გაიზრდები, გზაზე დაგაყენებ და ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ხელს გაგიშვებთ 🙈 რომ შენც შექმნა მამასავით წარმატებული კარიერა და ჩვენსავით ტკბილი ოჯახი 💜 რაც შემეხება მე, პირობას გაძლევ ჩემს ეგოიზმს ჩემთვის შევინახავ 🤭😁😁 მიყვარხარ დედი🥰 #michael

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝔂𝓪 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ბოლოს სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავდა. ცოტა ხნის წინ ყოფილმა ტელეწამყვანმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ წყვილმა ბავშვის სქესი დიდხანს არ იცოდა. ხატიამ ყავის ჭიქის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც, მამაკაცის სასქესო ორგანოს მიმსგავსებული გამოსახულებით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ამიტომ „უწინასწარმეტყველეს“, რომ ბიჭზე იყო ორსულად.

ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

View this post on Instagram

#mylife 💜 @ramazi_nozadze

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝔂𝓪 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

13647
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1940)