ზეიმი არამხოლოდ უფროსებისთვის: საქართველოში კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის მიზანი, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება, კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. კოლხური ღვინის ფესტივალი, რომელზეც უძველესი ჯიშების მეგრული ღვინო იქნება წარმოდგენილი, ზუგდიდში 24 ნოემბერს გაიმართება, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ რეგიონის გუბერნატორის პრე–სამსახურში. 

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი 11 პროცენტით გაიზარდა

ფესტივალის სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ადგილობრივი მეღვინეების მიერ დამზადებული ალკოჰოლური სასმელები, ასევე ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველი, თაფლი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პროდუქტები.

ფესტივალის გასართობი ნაწილი, ისევე როგორც გასტრონომიული, საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული იქნება.

 „ღონისძიების სტუმრებისთვის ჩატარდება სხვადასხვა მასტერ–კლასები, მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები  და ბავშვთა გასართობი პავილიონები“, – განაცხადეს უწყებაში.

კოლხური ღვინის ფესტივალის სიმბოლო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნით დათარიღებული სკულპტურაა, რომელიც 2005 წელს ჩატარებული გათხრების დროს იქნა ნაპოვნი – ეს არის ცხენზე ამხედრებული ქალი, რომელსაც ერთ ხელში ჩვილი უჭირავს, მეორე ხელში კი ყანწი.

ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაა.

ყველა ახალი ამბავი
0