Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სვანის და ფრანგის ნაჯვარი...“- ოლგა ბაბლუანს დაუჯერებლად ლამაზი გოგონები ჰყავს-ფოტოები

© Photo: Olga Babluani / FBოლგა ბაბლუანი
ოლგა ბაბლუანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობა, ჟურნალისტმა და ჟურნალების მთავარმა რედაქტორმა საზოგადოებას თავი მალე შეაყვარა. ბევრი ვერც წარმოიდგენს, რომ ოლგას ფოტოებში ორი განსხვავებული გარეგნობის ულამაზესი გოგონა მისი შვილები არიან

საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობა, ჟურნალისტმა და ჟურნალების მთავარმა რედაქტორმა ახალი გადაცემა „რა დროს ძილია?!“ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მანამდე კი „მშვიდობით იარაღო“იყო. საზოგადოებას თავი მალე შეაყვარა. მშვიდი საუბარი, ინტელექტი, გამორჩეული მანერები და საინტერესო თოქ-შოუები ოლგას სახასიათო ხაზია. მისი სპორტული აღნაგობა ბევრი ადამიანის გაოცებას იწვევს.

ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მსახიობის თემურ ბაბლუანის ოჯახში გაზრდილმა მსახიობმა მომავალი საფრანგეთს დაუკავშირა. მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ასაკში გათხოვდა და ოჯახი 7 თვეში დაენგრა, არ გაუჭირდა და მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო.

ოლიკოს 3 დედმამიშვილი ჰყავს. საზოგადოება გელა ბაბლუანს და მათ უმცროს ძმას - გიორგის კარგად იცნობს. მეგობრულ ოჯახში გაზრდილი გოგონა, შემოქმედებითი უნარით აღჭურვილი და უზარმაზარი ნიჭით დაჯილდოებული, მუდამ ახალი გამოწვევების წინაშე დგას.

სწავლობდა თეატრალურზე, შემდეგ ისტორიულ ფაკულტეტზე ცოდნა გაიღრმავა და მედიაგანვითარების სფეროს დიდი ენთუზიაზმით შეუდგა.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ორ ქვეყანას შორის უწევს, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი არ ავიწყდება. ოლგა ბაბლუანის ახალმა გატაცებამ – სკუტერით ქალაქში მოძრაობამ ბევრი ადამიანი გააოცა.

ახლა კი ცნობილი ჟურნალისტი საცურაო კოსტუმში გამოწყობილი აგრძელებს თაყვანისმცემლების გაოცებას. მისი გადაცემებიც ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას მოიცავს. ოლგა თავის მხრივ სპორტულ დარბაზებში ვარჯიშით იწონებს თავს და გადასარევად გამოიყურება.

ოლგას ორი შვილი ჰყავს. 25 წლის ლიკუნა ბაბლუანი და 15 წლის ნასტასია ლეგრანი. მათ საერთო ფოტოს ბევრი გაუგებრობა ახლავს. ადამიანები გოგონებს დედისგან ვერ ანსხვავებენ და დები ჰგონიათ.

ყველა ახალი ამბავი
0