შსს აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეებს სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

აქცია ჯერ კიდევ დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. როგორც ოპოზიციამ განაცხადა, ის, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტის მიღება ვერ მოხერხდა, იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი აქტი და არა მაჟორიტარი დეპუტატების მოულოდნელი პროტესტი.

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან
შსს აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება", – ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
რეფორმა ჩავარდა – 2020 წლის არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება

მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ჩავარდა, პარლამენტთან შეკრებილმა ახალგაზრდობამ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება განახორციელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი", – აღნიშნულია განცხადებაში.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. თუმცა, სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყო. მიუხედავად პარტიის ლიდერების თხოვნისა, მათ კანონპროექტს ხუთშაბათს მხარი არ დაუჭირეს.

ყველა ახალი ამბავი
0