გარევაჭრობა

საქართველოში უკრაინიდან შემოტანილ გაყინულ ქათამში სალმონელას ბაქტერია აღმოაჩინეს

51
(განახლებულია 18:28 08.11.2019)
სალმონელას ბაქტერია 23,3 ათას კგ-ზე მეტ ქათმის ხორცში აღმოჩნდა. აღნიშნული პროდუქცია სრულად განადგურდა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში" ვეტერინარულ-სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დროს გაყინულ ქათმის ხორცში სალმონელას ბაქტერია გამოვლინდა, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

პროდუქცია უკრაინიდან იყო შემოტანილი. სალმონელას ბაქტერია 23,3 ათას კგ-ზე მეტ ქათმის ხორცში აღმოჩნდა. აღნიშნული პროდუქცია სრულად განადგურდა.

სალმონელა არსებობს 2 ათასზე მეტი შტამის, თუმცა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ორი ტიპის სალმონელაზე – Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი).

ამ დღეებში მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე აღმოაჩინეს უკრაინული წარმოების ქათმის ბარკლებში. ლაბორატორიული შემოწმება მას შემდეგ ჩატარდა, რაც უწყებაში 21 ოქტომბერს შევიდა ინფორმაცია თბილისში მდებარე რესტორანში "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო" 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ.

51