Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბნელ დროში ვცხოვრობთ...“ – სკანდალური ფილმის რეჟისორი მიმართვას ავრცელებს

© photo: And Then We Danced / FBკადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“
კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სამწუხაროდ, ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს ყველა შესაძლო საშუალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა, წერს სოციალურ ქსელში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინი.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
საპატრიარქო: ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენება

რეჟისორი თვლის, რომ აბსურდია, როცა ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, სიმამაცე სჭირდებათ. ისინი შეწუხების, უფრო მეტიც, შესაძლოა, თავდასხმის რისკის ქვეშ დგებიან უბრალოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად წავიდნენ.

„მე ეს ფილმი სიყვარულით და თანაგრძნობით შევქმენი. ეს არის ჩემი სასიყვარულო წერილი საქართველოსა და ჩემი მემკვიდრეობის მიმართ. ამ ისტორიით მსურდა საქართველოს კულტურის აღდგენა და ხელახლა განსაზღვრა, მისი სრულად წარმოჩენა და არა მხოლოდ გარკვეული ნაწილის. სამწუხაროდ, ჩვენ ბნელ დროში ვცხოვრობთ და დაგეგმილი პროტესტი ამტკიცებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია, ამ ბნელ ძალებს წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა შესაძლო საშუალებით“, – წერს ფილმის რეჟისორი.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს იმართება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის მსახიობები - Sputnik საქართველო
ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფრაგმენტი ვრცელდება – ვიდეო

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

საქართველოში ფილმის პრემიერამ რადიკალური ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც ჩვენების ჩაშლას გეგმავენ.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოებერს გამოვა >>>

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველას იმ კინოთეატრებთან მობილიზებას მოუწოდებს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს. მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს.

პრემიერის ჩაშლით იმუქრება ორგანიზაცია „ქართული მარშიც“. ამ გაერთიანების ხელმძღვანელის სანდრო ბრეგაძის თქმით, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროპაგანდისტული ფილმია და თითოეული ქართველის მოვალეობაა, რომ მისი ჩვენება არ დაუშვას. „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები კინოთეატრების ბლოკირებას „მშვიდობიანი ფორმით“ გეგმავენ. 

ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
„პროპაგანდის შედეგად სექსუალური ორიენტაციის შეცვლა როგორ უნდა მოხდეს, ვინმემ გამაგებინოს!“

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა. კინოთეატრები კი უსაფრთხოების საკითხზე შსს-სთან თანამშრომლობას გეგმავენ.

ფილმის ჩვენება მიუღებელია საქართველოს საპატრიარქოსთვისაც. საპატრიარქოს განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც მიუღებლად მიაჩნია ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენება, თუმცა საპატრიარქო იქვე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს.

ყველა ახალი ამბავი
0