მაია ასათიანი

„ბევრი მეკითხებით ვინაა ეს გოგო...“ მაია ასათიანი უმცროსი დის ფოტოებს აქვეყნებს

1888
(განახლებულია 19:33 08.11.2019)
ცოტა ხნის წინ მაია ასა­თი­ა­ნი „პრო­ფი­ლის“ ახალ პრო­მო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით წარ­დგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე.

ტელეწამყვანი მაია ასათიანი Instagram-ზე დის ფოტოს აქვეყნებს. ვერონიკა კალანდარიშვილს თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ვერონიკა მაია ასათიანის ნახევარდა გახლავთ.

საზოგადოებას ის გა­ნახ­ლე­ბული სერიალიდან „შუა ქა­ლაქ­ში“ ახსოვს, სადაც პრან­ჭია და ამა­ვე სე­რი­ა­ლის ერთ-ერთ გმირ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ ნუ­ცას თა­მა­შობდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ვერონიკა ამბობდა, რომ მაია ასათიანს, რომელიც მასზე 15 წლითაა უფროსი, დეიდის ფუნქციები აქვს თავზე აღებული.

„როცა მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ოჯახ­ში მხარს არა­ვინ მი­ბამ­და, არა­ვის უნ­დო­და ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბა, მათ შო­რის არც მა­ი­ას, უნ­დო­დათ უფრო პერ­სპექ­ტი­უ­ლი პრო­ფე­სია ამერ­ჩია. ერთი პე­რი­ო­დი თით­ქოს გა­და­ვი­ფიქ­რე კი­დეც, მაგ­რამ ბო­ლოს, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო დად­გა, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, დეპ­რე­სია და­მე­მარ­თა იმის გამო, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე არ ვა­ბა­რებ­დი. პირ­ვე­ლი, ვინც მიხ­ვდა, რომ პო­ზი­ცი­ე­ბი უნდა და­ეთ­მო, მაია იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ ყვე­ლას უნ­დო­და მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ჩავ­ჭრი­ლი­ყა­ვი, ამას ჩემ­თან არ ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ ალ­ბათ გულ­ში მა­ინც ასე ფიქ­რობ­დნენ“, – ამბობდა ვერონიკა.

ცოტა ხნის წინ მაია ასა­თი­ა­ნი „პრო­ფი­ლის“ ახალ პრო­მო­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით წარ­დგა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე – ის მთის მწვერ­ვალ­ზე დგას, სამ­ხედ­რო ფორ­მა აც­ვია და თმა­ზე ნაწ­ნა­ვი აქვს. გადაცემის ახალ პრო­მოს მოჰ­ყვა ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის კო­მენ­ტა­რე­ბი. მაია ასა­თი­ანს დაბ­რუ­ნე­ბას და ახალ სე­ზონს ულო­ცა­ვდნენ და წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვე­ბდნენ.

ჟურნალისტის საავტორო გადაცემა გარკვეული პერიოდის მანძილზე ეთერში აღარ გადიოდა, როცა ორი წლის წინ მაია ასა­თი­ა­ნის და ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის მერე მაია ასათიანი საკუთარ გადაცემას თვეების შემდეგ დაუბრუნდა.

1888