„თბილსრესის" 200-მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაფიცულთა განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს გააგრძელებენ და პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გარდაბანში თბოელექტროსადგურ „თბილსრესის" 200-მდე თანამშრომელი მესამე დღეა გაფიცულია ხელფასების 50%-ით მატებისა და პრემია-დანამატების მოთხოვნით, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ მაისში აწარმოებდნენ და მაშინ დაპირებაც მიიღეს, რომ ხელფასების მატება სექტემბერში მოხდებოდა, მაგრამ პირობა არ შესრულდა.

უფრო მეტიც, კომპანიამ თანამშრომლების ავტობუსით მომსახურებაზეც უარი თქვა.

გუშინ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მთელი დღე იმართებოდა, თუმცა უშედეგოდ. ტერიტორიაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, აქციებს გააგრძელებენ და პროტესტის ნიშნად ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

ყველა ახალი ამბავი
0