ქუთაისის აეროპორტი

იაფი ფრენები ქუთაისიდან მარსელისკენ: Ryanair-ის თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა

143
(განახლებულია 16:04 08.11.2019)
ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის, ასევე თბილისიდან მილანის მიმართულებით ავიარეისებს სთავაზობს. გარდა ამისა, ზაფხულის სეზონზე ავიარეისები კიოლნის მიმართულებით დაემატება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი გუშინ შეასრულა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულ მხარესა და ავიაკომპანია Ryanair-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 24 ოქტომბერს მიანიჭა.

ავიაკომპანია მგზავრებს ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის, ასევე თბილისიდან მილანის მიმართულებით ავიარეისებს სთავაზობს. გარდა ამისა, ზაფხულის სეზონზე ავიარეისები კიოლნის მიმართულებით დაემატება.

სააგენტოს ცნობით, ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიის საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით ხორციელდება:

მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან კვირაში ოთხი სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

„რაინეარი" ირლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1984 წელს დაფუძნდა. სათავო ოფისები შვეიცარიაში და ირლანდიაში აქვს. ძირითადი საექსპედიციო ბაზები დუბლინსა და ლონდონის სტენტის აეროპორტებშია. 2016 წელს „რაინეირი" ყველაზე მსხვილ ევროპულ კომპანიად დასახელდა, რომელიც მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა.

143
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (154)
ნანკა კალატოზიშვილი

„დუნდულებზე კონტროლი დაკარგე“ - ნანკა კალატოზიშვილმა პირდაპირ ეთერში უხერხულად იცეკვა

314
(განახლებულია 14:40 31.07.2020)
ნანკას უცნაური დავალებების შესრულება გადაცემა „თვითიზოლაციაში“ მოუწია. არაორდინალურმა ცეკვამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ნახეთ მხიარული ვიდეო, რომელიც დადებით განწყობას შეგიქმნით

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ერთგულ მაყურებელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა. ნანკა კალატოზიშვილი კი, ერთგული მაყურებლის საყვარელი სტუმარია. მსახიობმა და ტელეწამყვანმა შეუძლებელი შეძლო. შესასრულებლად უხერხული დავალებების მიუხედავად, ნანკამ გამოწვევებს ნამდვილი პროფესიონალივით უპასუხა. მას ამაში სამსახიობო ნიჭი დაეხმარა. როგორ ასრულებს სხვადასხვა უჩვეულო დავალებას და როგორ ცეკვავს ნანკა კალატოზიშვილი ფართო აუდიტორიის წინაშე? იხილეთ ვიდეო გადაცემიდან და თავად დარწმუნდებით ნანკას შესაძლებლობებში.

სპეციალურ დაფაზე მიწერილი დავალებები მსახიობმა ცეკვა-ცეკვით შეასრულა. სტუდიაში მყოფი სტუმრები გაოგნებულები დარჩენ. ყოველი ახალი ფურცელი ახალ თავსატეხს უდრის. ნანკას უნდა მოერგო სხვადასხვა როლი, ესენია: „ბალერინა, რომელსაც ტუალეტში ძალიან უნდა“; „დუნდულებზე კონტროლი დაკარგე და გიკვირს“; „ცეკვავ ვალსს, ისე, რომ მეწყვილეს არ უნდა უყურო თვალებში“; „გიბაზ სანიკიძე დისკოს ცეკვავს“ და ასე შემდეგ. წარმატებულმა მსახიობმა იმდენად ენერგიულად შეასრულა თითოეული ცეკვა, რომ მისი კოლეგებიც შეუერთდნენ. უსაყვარლესმა ვიდეო და შესრულებულმა დავალებებმა სულ რამდენიმე საატში 11 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

 

 

314
თემები:
სელებრითების ცხოვრება
მესტიის აეროპორტი

სვანეთის სოფლებში კარანტინი 28 დღე გაგრძელდება

75
(განახლებულია 17:55 10.08.2020)
სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობის კორონავირუსზე ტოტალური ტესტირების გარდა, ყველა ტურისტი საკარანტინო ზონაში განთავსდება

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკარანტინო შეზღუდვები 28 დღის განმავლობაში იმოქმედებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.

კორონავირუსის ახალი კერა სვანეთში: რა მოხდა სოფელ ლენჯერში>>

გასულ დღე–ღამეში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 17 მესტიის მუნიციპალიტეტზე მოდის. ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად აღიკვეთის მიზნით ხელისუფლებამ საკარანტინო შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა.

„ისევე, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავს აფეთქებას ჰქონდა ადგილი, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინო პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს. გამომდინარე იქიდან, თუ რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

COVID-19–ის ფართო გავრცელების აღკვეთისთვის შესაბამისი უწყებები ტურისტებს მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებული პუნქტიდან საკარანტინო ზონებში განათავსებენ, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალიტეტს დატოვებენ, 14–დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ამას გარდა, მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ უშგულში, მესტიასა და ლენჯერში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რამე სახის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართონ ცხელების ცენტრებს, ან დარეკონ ნომერზე „112“ „პისიარ“–ტესტირებისთვის.

ტიკარაძის ინფორმაციით, მესტიაში ინფიცირების პირველი წყარო სტუმრად ჩასული მამაკაცი გახდა.

ტიკარაძის განცხადებით, უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, „თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები იყო დაწყებული საკმაოდ დროულად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მაღალი რიცხვი იქნება პაციენტების... ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რომ ეპიდემიოლოგების და სასწრაფო გადაუდებელი ცენტრის მხრიდან მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარება იგეგმება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარაიცვალა – 17.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები>>

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

75
თემები:
COVID-19 საქართველოში
თბილისის „საბურთალო“ - გორის „დილა“

დასახელდა ქართული კლუბების მეტოქე გუნდები უეფას ევროპის ლიგაში

0
(განახლებულია 19:09 10.08.2020)
კენჭისყრის შედეგად ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს გამართავენ, „ლოკომოტივი“ კი სახლში ითამაშებს

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. სამივე ქართულმა გუნდმა 2020/2021 სეზონის უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მეტოქეების ვინაობა შეიტყო - კენჭისყრა უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

საქართველოს თასის მფლობელი თბილისის „საბურთალო“ კვიპროსის „აპოლონს“ შეხვდება, საქართველოს ვიცეჩემპიონი - ბათუმის „დინამო“ დაუპირისპირდება „ხაპოელს“ ბეერ-შოვიდან (ისრაელი), თბილისის „ლოკომოტივი“ კი საკვალიფიკაციო მატჩს რუმინეთის „უნივერსიტატიასთან“ გამართავს.

შემჭიდროებული რეგლამენტის გამო ყოველი წყვილის გამარჯვებული თითო შეხვედრის შედეგად გამოვლინდება. ევროლიგის ყველა პირველი საკვალიფიკაციო მატჩი 27 აგვისტოს ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ გასვლით მატჩებს ითამაშებენ, „ლოკომოტივი“ კი მეტოქეს სახლში უმასპინძლებს.

COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული უეფას რეკომენდაციების გათვალისწინებით, ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება.

0
თემები:
სპორტის ამბები