Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფრაგმენტი ვრცელდება – ვიდეო

© Photo: Ketie Danelia / FB„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის მსახიობები
„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმის მსახიობები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა და ის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ახალი კადრები გავრცელდა. საქართველოში ფილმის პრემიერა დღეს, 8 ნოემბერსაა დაგეგმილი.

კადრი ფილმიდან და ჩვენ ვიცეკვეთ - Sputnik საქართველო
„ქართული მარში" – ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე: მოხდება კინოთეატრების ბლოკირება

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა, ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

საქართველოში ფილმის პრემიერამ რადიკალური ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია, რომლებიც ჩვენების ჩაშლას გეგმავენ.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველას იმ კინოთეატრებთან მობილიზებას მოუწოდებს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს. მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს.

პრემიერის ჩაშლით იმუქრება ორგანიზაცია „ქართული მარშიც“. ამ გაერთიანების ხელმძღვანელის სანდრო ბრეგაძის თქმით, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროპაგანდისტული ფილმია და თითოეული ქართველის მოვალეობაა, რომ მისი ჩვენება არ დაუშვას. „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები კინოთეატრების ბლოკირებას „მშვიდობიანი ფორმით“ გეგმავენ. 

ლიკა ქორქია - Sputnik საქართველო
„მეუფე პეტრე წავიდეს მონასტერში და ილოცოს ჩვენთვის“ – ლიკა ქორქიას მწვავე რეაქცია

თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა. კინოთეატრები კი უსაფრთხოების საკითხზე შსს-სთან თანამშრომლობას გეგმავენ.

ფილმის ჩვენება მიუღებელია საქართველოს საპატრიარქოსთვისაც. საპატრიარქოს განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც მიუღებლად მიაჩნია ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენება, თუმცა საპატრიარქო იქვე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს. 

ყველა ახალი ამბავი
0