Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„პორნოვარსკვლავი ხარ?“ – ვინ მისწერა კესარია აბრამიძეს შოკისმომგვრელი წერილი?

© Facebook / Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდალური ტრანსგენდერი ქალის გარშემო ხმაურიანი განცხადებები და ფარული მესიჯები არ წყდება. რამდენიმე წლის წინ ქართველ ფოტომოდელს სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებოდნენ. მორიგი წერილი კესარიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამ წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კესარია აბრამიძე არა მხოლოდ სილამაზით, არამედ გულახდილობითაც გამოირჩევა. ერთ-ერთი მომხმარებლის უცნაური მესიჯი ფოტომოდელმა ვირტუალურ სივრცეში გამოაქვეყნა. სავარაუდოდ, მამაკაცი კესარიას ბოლო გახმაურებული ფოტოსესიით დაინტერესდა. სექსუალური ხასიათის ფოტოსესიებით გამორჩეული სელებრითი გაოცებას იწვევს. მისი უახლესი სურათები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.

კესარია აბრამიძემ სკანდალური წერილი საჯაროდ გამოიტანა. მან მამაკაცის სახელი და გვარი დაფარა, მაგრამ აშკარაა, რომ დაინტერესებული პირი უცხოელია. მან კესარია აბრამიძეს მოდელისთვის უცნაური კითხვა დაუსვა. „პორნოვარსკვლავი ხარ?“ – ჩაეძია უცხოელი. კესარია აბრამიძემ გაზიარებულ „სქრინს“ სიცილის სმაილები დაურთო. სკანდალური ფოტომოდელისთვის მსგავსი წერილი გასაკვირი აღმოჩნდა.

მსგავსი შინაარსის წერილები კესარიას არაერთი ხვდება. მიუხედავად ამისა, ტრასგენდერი ქალი ხუმრობად აღიქვამს და საზოგადოებასაც უზიარებს. სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ.

ყველა ახალი ამბავი
0