Саломе Чачуа

„არაამქვეყნიური ხარ!“ სალომე ჭაჭუა ბეირუთიდან ცეცხლოვანი ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს

14303
(განახლებულია 16:10 08.11.2019)
სალომე ჭაჭუას მორიგმა სექსუალურმა ცეკვამ საზოგადოება აღაფრთოვანა. მოცეკვავე სულ მალე ბეირუთის ერთ-ერთ მუსიკალურ ტელეარხზე გამოჩნდება.

ცხელი და დატვირთული ზაფხულის შემდეგ შემოდგომა სალომე ჭაჭუამ გრანდიოზული შემოთავაზებით დაიწყო. რამდენიმე თვეა მოქნილი და პლასტიკური, ლათინურამერიკული ცეკვების ქართველი დედოფალი ლიბანში იმყოფება. ფანების აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ სალომე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-9 სეზონში მონაწილეობას, სავარაუდოდ, არ მიიღებს. სალომეს ფოტოებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან ლიბანის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გადაინაცვლა. უახლესი ვიდეო სწორედ ბეირუთის სტუდიიდან გამოაქვეყნა.

ცეცხლოვანი და მიმზიდველი ქორეოგრაფი აღტაცებას იწვევს. განსაკუთრებულად აღსანიშნავი მისი დუეტი მსახიობ გიორგი გილიგაშვილთან აღმოჩნდა. პირველივე შესრულებიდან მათ მიმართ განსხვავებული ყურადღება გამოიჩნეს. რა თქმა უნდა, მათი ერთობლივი სულისშემძვრელი ცეკვა სალომეს ახალი ურთიერთობის დაწყებას დაუკავშირეს. გიორგი გილიგაშვილი და სალომე ჭაჭუა საუკეთესო მეგობრები არიან. პირად ცხოვრებაზე ქორეოგრაფი გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე აღარ საუბრობს.

უახლეს ვიდეოზე PRIME DANCE-ის ხელმძღვანელის ახალი ილეთები და დახვეწილი მანერები იკვეთება. აშკარაა, რომ სალომე სხვა გამორჩეულ დონეზე გადავიდა. უცნობია, საიდან ან როგორ აღმოაჩინა ლიბანის „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ სალომე ჭაჭუა, მაგრამ დასაშვებია ვარაუდი, რომ ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ძველებური ხიბლი დაეკარგება.

14303
თემები:
სელებრითების ცხოვრება (847)