ქართველი დიზაინერი ბიჭოლა თეთრაძე

ბიჭოლამ იბიცაზე მდიდრული დასვენება მოიწყო სურათები ზღაპრული კუნძულიდან

187
(განახლებულია 18:33 07.11.2019)
დიზაინერი ბიჭოლა უკრაინაში აქტიურად მოღვაწეობს. თბილისში წლების წინ მან ე.წ. „ბალიშების აბადოკი“ შექმნა და სახელი ამით გაითქვა.

ბიჭოლა თეთრაძის არაორდინალური იდეები არავის აკვირვებს. რამდენიმე წლის წინ დიზაინერი უკრაინაში გადასახლდა და მას მერე უკრაინელ პოპ-დივებსა და ვარსკვლავებს დაუმეგობრდა. მათ შორის არის მომღერალი სვეტლანა ლობოდა, რომელიც ცნობილ ეპატაჟურ ჯგუფ „ვიაგრაში“ მღეროდა, ახლა სოლო კარიერა აქვს და ბიჭოლა გასტროლებზე ხშირად თან ახლავს. აღსანიშნავია, რომ ანუკი არეშიძე და ბიჭოლა 2014 წლამდე ერთად მუშაობდნენ, მაგრამ მათ შორის განხეთქილებამ ორი დიზაინერი ერთმანეთს დააშორა.

არც ბიჭოლას და არც თბილისის მერის მეუღლეს ანუკი არეშიძეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. მოდის მოყვარულების ყურადღებას Mercedes Benz Fashion კვირეული ყოველთვის იქცევს. მოდის ჩვენების ფარგლებში თბილისში უამრავი უცხოელი დიზაინერი ჩამოდის. თბილისში მოდის სამყაროს ერთ-ერთ მთავარ მოვლენას ბიჭოლა ისევ არ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ კვირეული მეათედ გაიმართა. ბიჭოლამ კი, თავის მხრივ, იბიცაზე დასვენების შემდეგ ქართველი მოდელები უკრაინაში გააერთიანა და ჩვენება სწორედ კიევში გამართა. ჩვენების ფოტოები საკუთარ Instagram-ზე გაავრცელა და ამბიციური წარწერა დაურთო. „მიყვარს რასაც ვაკეთებ და ყოველთვის მოვიგებ...“ – დაწერა ბიჭოლამ.

თეთრაძის ჩვენებაზე ქართველ მოდელებს შორის მოდის ინდუსტრიის ახალბედა წარმომადგენელი, 16 წლის მატილდა გვარლიანი და პროფესიონალი მოდელი თამთა შედანია გამოჩნდნენ. უკანასკნელ ჩვენებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბიჭოლა კარიერულად განვითარდა და კაბების დიზაინი დახვეწა. მის მიერ შექმნილ სამოსებში თავდაჯერებული ქალის სახასიათო შტრიხები იკვეთება. მათ შორის წითელი, შავი, ყვითელი და ბრჭყვიალა ნაჭრები დომინირებს.

View this post on Instagram

I’m so grateful to god for my beautiful life! 💙 #Ibiza #Spain #Holiday #HappyMe #LoveLife #LifeIsAmazing #LOVE

A post shared by Bicholla Tetradze (@bicholla) on

ამ ზაფხულს ბიჭოლა ქართული ყვითელი პრესის სამიზნე გახდა. დაუვიწყარი ზაფხულის აღნიშვნა დიზაინერმა რამდენიმე ქვეყანაში გადაწყვიტა. მათ შორის ამერიკა აღმოჩნდა. აშშ-ში 31 წლის თეთრაძემ თავი კარდაშიანების გარემოცვაში ამოჰყო. გარდა ამისა, ყველასათვის ცნობილი კარდაშიანების ოჯახის ახალგაზრდა წევრის კაილი ჯენერის Instagram-ის „სთორიში“ გამოჩნდა, სადაც მეგობრებთან ერთად ცეკვავდა.

187
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1915)
ბერლინი

ქართველი სტუდენტები გერმანიაში სასწავლებლად დაბრუნებას შეძლებენ

9
(განახლებულია 17:46 16.07.2020)
საქართველოს მთავრობამ ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური ავიარეისი დაამტკიცა, რომელიც 25 ივლისს შესრულდება

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. დაინიშნა დამატებითი სპეციალური ავიარეისი თბილისი–ბერლინი–თბილისი, რათა ქართველმა სტუდენტებმა გერმანიაში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება შეძლონ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ბილეთები არის, მაგრამ მათი შეძენა ადვილი არ არის: ვინ და როგორ გაფრინდება საქართველოდან>>

მისი თქმით, სტუდენტები ბერლინში გამგზავრებას უკვე 25 ივლისს შეძლებენ.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ, სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.

მან სტუდენტებს მოუწოდა, დროულად მიმართონ მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებულ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, რათა მიიღონ ადგილები ბორტზე.

ევროპის მიმართულებით ყველა ავიარეისი და ბილეთის გაყიდვა შეთანხმდება – თურნავა>>

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ ყველა რეგულარული რეისი 2 აგვისტომდე შეაჩერა, სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები გარკვეული მიმართულებებით. იმისთვის, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებაში, ხელისუფლებამ ე.წ. სოციალური რეისების შემოღება გადაწყვიტა, როდესაც სახელმწიფო ბილეთის ღირებულების ნაწილს ფარავს და ბილეთი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომია.

9
პარიზი

ოჰ, ეს უცნაური პარიზი! - რა მოთხოვნებს უყენებს საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს

47
(განახლებულია 16:02 16.07.2020)
ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის საელჩომ რიგი მოთხოვნები გამოაქვეყნა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში შესვლისას წარუდგენენ.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამია, 2 ივლისიდან საფრანგეთის კონტინენტურ ტერიტორიაზე შესვლისთვის აუცილებელია იყოთ ამ ქვეყნის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქე; ან საფრანგეთის ან ევროკავშირის სხვა რომელიმე ქვეყნის ბინადრობის ბარათის მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქე; ან D ტიპის საფრანგეთის ვიზის მფლობელი.

თუმცა, თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას აუცილებლად უნდა გქონდეთ ბიომეტრული პასპორტი და შემდეგი დოკუმენტები: გამგზავრების და უკან დაბრუნების ბილეთი, დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი, მოწვევის წერილი ან ოფიციალური მოწვევა ; საფრანგეთში ყოფნის მთელ პერიოდზე საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი, ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე; სამედიცინო დაზღვევა ქვეყანაში ყოფნის მთელ პერიოდზე გათვლილი.

საფრანგეთში სტუმრობა შეუძლია შენგენის ვიზის მფლობელ ნებისმიერ პირს.

საელჩო ასევე იუწყება, რომ თუ საფრანგეთში ბინადრობის უფლების დოკუმენტს მოქმედების ვადა 2020 წლის 16 მარტსა და 15 ივნისს შორის პერიოდში ამოეწურა, იგი 6 თვით ავტომატურად გახანგრძლივდება.

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ.

თავის მხრივ, საქართველომ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ.

47
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
დავით ზალკალიანი

საქართველო ყურადღებით აკვირდება ვითარებას სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ზალკალიანი

0
(განახლებულია 18:08 16.07.2020)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაძაბულობის დეესკალაციის პროცესი დაიწყონ

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველო აქტიურად ადევნებს თვალს სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, მხარეები აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ 14 ივლისამდე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ვითარებას.

„ახლო კომუნიკაციაში ვარ ჩემს კოლეგა მინისტრებთან. ორივე მინისტრთან მქონდა სატელეფონო საუბრები და გამოვხატე ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და წუხილი სიტუაციასთან დაკავშირებით. მათ იციან ჩვენი პოზიცია – ჩენ არანაირად არ ვართ დაინტერესებულნი სიტუაციის შემდგომი ესკალაციით, პირიქით, აუცილებელია, რომ მხარეები დაუბრუნდნენ სიტუაციას, რომელიც იყო 14 ივლისამდე, ანუ, სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი პირველად გასცდა მთიანი ყარაბაღის არეალს და სომხეთ–აზერბაიჯან ის საზღვარზე გადაინაცვლა.

„ამიტომ კიდევ უფრო მეტი წინდახედულება და სიფრთხილეა საჭირო. აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი და აქტიური ჩრთულობა პროცესში, პირველ რიგში ეუთოს მინსკის ფორმატის თანათავმჯდომარეების გააქტიურება და ყველა იმ საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რომელიც ამ კონფლიქტის მოწესრიგების საფუძველი და ფუნდამენტია“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და პროცესი საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და მექანიზმების მეშვეობით დეესკალაციისა და მშვიდობიანი მოგვარების კალაპოტში დააბრუნონ.

შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 12 ივლისს დაიწყო.

0
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა