ნინი ბადურაშვილი და გიორგი ჩიკვაიძე

„სად გადავცხოვრდე?“ ნახეთ რამ შეაწუხა მომღერალი

419
(განახლებულია 17:43 07.11.2019)
ნინი ბადურაშვილის დაოჯახებას მთელი ბომონდი წლების მანძილზე ელოდა. ქმართან დაშორების შემდეგ განსხვავებული ტემბრის მქონდე მომღერალს დღემდე უამრავ მამაკაცს აცნობენ ან ურიგებენ.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თბილისში შექმნილი „საცობებისა“ და არსებული დაბინძურებული ჰაერის გამო უამრავი ადამიანი გამოთქვამს პრეტენზიას, მათ შორის არიან ცნობილი ადამიანებიც.

მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი ამ პრობლემაზე სოციალურ ქსელში აქტიურად წერს, მაგრამ, როგორც ჩანს, მივიდა იქამდე, რომ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია და სხვაგან უნდა გადავიდეს საცხოვრებლად.

„სად გადავცხოვრდე?“ – წერს ბადურაშვილი. სოციალურ ქსელში მას სხვადასხვა ვერსიებს სთავაზობენ.

მიმზიდველი და შეუდარებელი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე წელია ქმარს სკანდალურად დაშორდა. ნინის მიმართ ყურადღება არც მანამდე და არც ახლა არ ნელდება. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ გამოჩენილ მომღერალს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავს. პატარა გოგონა სკოლაში წელს მიიყვანეს. მის აღზრდაში ნინი და მისი ოჯახის წევრები თანაბრად არიან ჩართული. როგორც ჩანს, პატარა ელენეს ბებიასთან ეკა კახიანთან ერთად დროის გატარება ძალიან უყვარს. ნინის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ ეკა შვილიშვილს მუსიკასთან აახლოებს და სიმღერას ასწავლის.

ნინი ბადურაშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართველი ტელესახე, თავს უვლის და საუკეთესოდ გამოიყურება. აღმოჩნდა, რომ კოსმეტოლოგიური ჩარევების გარდა მომღერალი ვარჯიშობს და ეს, განტვირთვის გარდა, ლამაზი სხეულის დაყენებაში ეხმარება.

419
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1915)
ხანდაზმული მამაკაცები კოტე აფხაზის ქუჩაზე

პანდემიის შედეგად კომპენსაციის სახით 80 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

32
(განახლებულია 20:07 16.07.2020)
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

32
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბერლინი

ქართველი სტუდენტები გერმანიაში სასწავლებლად დაბრუნებას შეძლებენ

20
(განახლებულია 17:46 16.07.2020)
საქართველოს მთავრობამ ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური ავიარეისი დაამტკიცა, რომელიც 25 ივლისს შესრულდება

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. დაინიშნა დამატებითი სპეციალური ავიარეისი თბილისი–ბერლინი–თბილისი, რათა ქართველმა სტუდენტებმა გერმანიაში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება შეძლონ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ბილეთები არის, მაგრამ მათი შეძენა ადვილი არ არის: ვინ და როგორ გაფრინდება საქართველოდან>>

მისი თქმით, სტუდენტები ბერლინში გამგზავრებას უკვე 25 ივლისს შეძლებენ.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ, სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.

მან სტუდენტებს მოუწოდა, დროულად მიმართონ მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებულ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, რათა მიიღონ ადგილები ბორტზე.

ევროპის მიმართულებით ყველა ავიარეისი და ბილეთის გაყიდვა შეთანხმდება – თურნავა>>

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ ყველა რეგულარული რეისი 2 აგვისტომდე შეაჩერა, სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები გარკვეული მიმართულებებით. იმისთვის, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებაში, ხელისუფლებამ ე.წ. სოციალური რეისების შემოღება გადაწყვიტა, როდესაც სახელმწიფო ბილეთის ღირებულების ნაწილს ფარავს და ბილეთი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომია.

20