ანუკი არეშიძე

„ჩემი სახლი 10 წლის შემდეგ“ ანუკი არეშიძემ საოცნებო სახლის ფოტო გამოაქვეყნა

6472
(განახლებულია 14:01 07.11.2019)
მუდამ მოდური ანუკი არეშიძე ბოლო დროს მეტად სენტიმენტალური გახდა, მისი სოციალური ქსელი ბუნების ფოტოებითაა სავსე. რამდენიმე დღის წინ ანუკი თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებაზე ნამდვილი ფურორით წარდგა. ნახეთ როგორი სახლი სურს დედაქალაქის მერის მეუღლეს.

თბილისის მოდის კვირეულზე ანუკი არეშიძემ დიზაინერებს შორის მეტად მაღალი შეფასება მიიღო. ქართველი წარმატებული დიზაინერი ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის დახვეწილ კაბებსა და ახლა უკვე აქსესუარებსაც ჰქმნის. ხელით შესრულებული სამოსი მილანსა და პარიზის მოდის სახლებში იგზავნება და იყიდება. ანუკის მუზა და მოტივატორი, როგორც თავად აღნიშნა, მისი ვაჟები არიან. საკუთარი ჩვენება, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა, სწორედ მათთან ერთად დახურა.

აქტუალური და საინტერესო ქართველი ქალი ბევრ ადამიანს ხიბლავს, და ამაში გასაკვირი არაფერია. ანუკი არეშიძეს დახვეწილი გარეგნობა, ჩაცმის სტილი და გაწონასწორებული საუბარი საზოგადოების აღფრთოვანებას იწვევს. მის ოფიციალურ გვერდზე წამყვანი ბრენდების დიზაინერები არიან ჩასაფრებული. მოდური ტაბლოიდები, მათ შორის უცხოური, ანუკიზე თვეში რამდენჯერმე წერენ და მის ფოტომასალებს გამოცემების ყდებზე ბეჭდავენ. აღსანიშნავია, რომ ანუკიმ საკუთარი ხელითა და ხედვით შექმნილი კაბები მსოფლიოს მოდის მოყვარულ ქალებს მოკლე დროში შეაყვარა.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წყვილს მოგზაურობა და ქვეყნის გარეთ ყოფნა ხშირად უწევს, ანუკის წყნეთის აგარაკი და საკუთარი სახლი ძალიან ენატრება. როგორც ჩანს, ყოფილ მოდელს ბუნებასთან სიახლოვე ძალიან იზიდავს. შესაძლებლობის შემთხვევაში კახი და ანუკი შვეიცარიაში ხშირად მიემგზავრებიან. ამჯერად ანუკიმ საკუთარ Instagram-ზე ახალი სურათი გამოაქვეყნა. მან ახალი ოცნება „სთორიში“ გამოთქვა.

წარმატებული დიზაინერის წარწერაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ პატარა სახლში ხედავს, რომლის ეზოში ცხოველები და სიმწვანე დომინირებს. „ჩემი სახლი 10 წლის შემდეგ“ – ანუკი არეშიძის წარმოდგენით, როდესაც შვილები დამოუკიდებლები გახდებიან, სწორედ ასეთ პატარა სახლს მიაკითხავს და თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობს.

6472
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1915)
ხანდაზმული მამაკაცები კოტე აფხაზის ქუჩაზე

პანდემიის შედეგად კომპენსაციის სახით 80 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

58
(განახლებულია 20:07 16.07.2020)
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

58
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბერლინი

ქართველი სტუდენტები გერმანიაში სასწავლებლად დაბრუნებას შეძლებენ

29
(განახლებულია 17:46 16.07.2020)
საქართველოს მთავრობამ ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური ავიარეისი დაამტკიცა, რომელიც 25 ივლისს შესრულდება

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. დაინიშნა დამატებითი სპეციალური ავიარეისი თბილისი–ბერლინი–თბილისი, რათა ქართველმა სტუდენტებმა გერმანიაში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება შეძლონ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ბილეთები არის, მაგრამ მათი შეძენა ადვილი არ არის: ვინ და როგორ გაფრინდება საქართველოდან>>

მისი თქმით, სტუდენტები ბერლინში გამგზავრებას უკვე 25 ივლისს შეძლებენ.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ, სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.

მან სტუდენტებს მოუწოდა, დროულად მიმართონ მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებულ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, რათა მიიღონ ადგილები ბორტზე.

ევროპის მიმართულებით ყველა ავიარეისი და ბილეთის გაყიდვა შეთანხმდება – თურნავა>>

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ ყველა რეგულარული რეისი 2 აგვისტომდე შეაჩერა, სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები გარკვეული მიმართულებებით. იმისთვის, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებაში, ხელისუფლებამ ე.წ. სოციალური რეისების შემოღება გადაწყვიტა, როდესაც სახელმწიფო ბილეთის ღირებულების ნაწილს ფარავს და ბილეთი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომია.

29
მონღოლი ბიჭი

ბუბონურმა ჭირმა მონღოლეთს მიაღწია - ექიმების პასუხი

0
ეს მონღოლეთში ბუბონური ჭირით დაინფიცირების მეორე შემთხვევაა. ადრე ამავე პროვინციაში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. მონღოლეთის ექიმებმა განაცხადეს ბუბონური ჭირით ინფიცირების შესაძლო შემთხვევის შესახებ - საუბარია ქვეყნის დასავლეთით მდებარე გოვ-ალტაის პროვინციის მკვიდრ 16 წლის მოზარდზე, რომელიც უკვე იზოლაციაში მოათავსეს, იუწყება სააგენტო Xinhua News Agency ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„16 წლის ბიჭმა ერდენეს სომონიდან (უმცირესი ტერიტორიული ერთეული მონღოლეთში) იზოლაციაშია ადგილობრივ საავადმყოფოში. ოთხშაბათს მას მაღალი სიცხე ჰქონდა“, - იუწყება მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

ცნობილია, რომ 14 ივლისს ბიჭმა ვირზაზუნას ხორცი შეჭამა. ეს მღრღნელი ხშირად არის ბუბონური ჭირის გადამტანი. ექიმები მოქალაქეებს არ ურჩევენ მის ჭამას.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ამავე პროვინციაში (გოვ-ალტაი) ბუბონური ჭირით ინფიცირების შედეგად 15 წლის მოზარდი დაინფიცირდა. მოზარდი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მან მეგობრებთან ერთად ვირზაზუნის ხორცი შეჭამა. გარდაცვლილი მოზარდის ორი მეგობარი და კიდევ 15 პირი კარანტინში მოათავსეს და მკურნალობას საავადმყოფოებში გადიან, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჭირი - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ძალიან გადამდებია. ბუნებრივ კერებში ინფექციის - ჭირის ჩხირის - წყაროებია ძირითად მღრღნელები: ვირზაზუნა, თრია, ციყვი, ვირთხები, ხოლო გადამტანები რწყილები არიან.

0
თემები:
მსოფლიო დღეს