ავიაკომპანია Etihad Airways-ის თვითმფრინავი

თბილისსა და აბუ-დაბის პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

82
(განახლებულია 20:09 06.11.2019)
აქამდე თბილისიდან აბუ-დაბიში პირდაპირი რეგულარული სამგზავრო ფრენები არ ხორციელდებოდა, სატვირთო გადაზიდვებს კი 2013 წლიდან ავიაკომპანია "ეტიჰედ კარგო" (Etihad Cargo) ასრულებს.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის აბუ-დაბის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო ფრენები შესრულდება, ნათქვამია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საჰაერო რეისებს ავიაკომპანია Etihad Airway შეასრულებს.

ფრენები 2020 წლის მარტიდან დაიწყება, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კი პირდაპირი რეისები ყოველდღიურად განხორციელდება Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით.

აქამდე თბილისიდან აბუ-დაბიში პირდაპირი რეგულარული სამგზავრო ფრენები არ ხორციელდებოდა, სატვირთო გადაზიდვებს კი 2013 წლიდან ავიაკომპანია Etihad Cargo ასრულებს.

Etihad Airways – არაბთა გაერთიანებული საამიროების რიგით მეორე უმსხვილესი ავიაკომპანიაა და ფრენებს 400 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. 2003 წელს დაფუძნებული ავიაკომპანიის ფლოტი 113 ხომალდს ითვლის.

 

82
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (156)
ნინო ნადირაძე

„ჩემმა გარდერობმა დაილაპარაკა...“ - ნინო ნადირაძე შოკის მომგვრელ ფოტოს აქვეყნებს

1333
(განახლებულია 15:04 31.07.2020)
ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სახლში მისმა გარდერობმა საუბარი დაიწყო. ნახეთ, რა „უთხრა“ ტანსაცმლის კარადამ კარდიოლოგს.

ცნობილი კარდიოლოგის და ტელეწამყვანის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. როგორც მსახიობი ია ფარულავა წერს, „ძველი ნინო დაბრუნდა“, რაზეც კარდიოლოგმა ხუმრობით უპასუხა, რომ კარანტინის პერიოდში ამოჩემებული სპორტული სტილი „გადააგდო“ და ისევ მოდურად ჩაცმა გადაწყვიტა, რადგან მისმა გარდერობმა სპორტული სტილი „დაუწუნა“.

ბოლო დროს კარდიოლოგი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც უმაკიაჟოდ იყო და წერდა, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მაკიაჟზეც უარი თქვა და ცნობილ ბრენდებზეც. ნინო ნადირაძე-კუზანოვაზე მოგახსენებთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.

View this post on Instagram

#stayhome #nogucci #noversace #nomakeup

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც ოთხი წელი აშენებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახებია განაწილებული. მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა განთავსებული საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარია, ასევე ნინოს დიდი საგარდერობო ოთახი. სახლს დიდი ტერასები აქვს, რომლებიც ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული, ისევე, როგორც ეზო. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა Instagram-ზე საგარდერობო ოთახის ვიდეო გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მისი სიდიდით შოკირებული არიან.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება.

1333
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ბათუმის პორტი

ბათუმში ხვალ აქცია გაიმართება - რას აპროტესტებენ ორგანიზატორები

96
(განახლებულია 19:15 15.08.2020)
აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნების  დაკმაყოფილების შედეგად ტერმინალის მშენებლობის პროექტი მაქსიმალურად უსაფრთხო  გახდება

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ხვალ ბათუმში მერიის გვერდით დაგეგმილია აქცია, სადაც საზღვაო ნავსადგურში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე" და „ჩემი ბათუმი".

აქცია 16 აგვისტოს, საღამოს 19:00 საათზე ბათუმის მერიის გვერდით ე.წ. ვარდების სკვერში გაიმართება.

„ჩვენ მოქალაქეებმა უნდა მოვითხოვოთ მაქსიმალურად უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და პოტენციური ტრაგედიის 100% ით განეიტრალება! აშენებულის დანგრევის იდეას აქციის ორგანიზატორები ვემიჯნებით, რადგან არსებობს გამოსავალი ყოველგვარი ნგრევის გარეშე თუ დაკმაყოფილებული იქნება ჩვენი მოთხოვნები“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი მოითხოვენ, დაბრუნდეს  ამ პროექტის განხილვა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ასევე,  უპირობოდ  იქნას ამოღებული  იმ ფეთქებადი და ძლიერ მომწამლავი ნივთიერებების გადაზიდვა, რომელიც აღნაგობის ხელშეკრულებაშია ჩაწერილი 14 დან მინიმუმ ორი: ამონიუმის გვარჯილა და კარბამიდი, იგივე შარდოვანა.

მათი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტის მომზადებაც.

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ამ მოთხოვნების  დაკმაყოფილების შედეგად  აღნიშნული პროექტი მაქსიმალურად უსაფრთხო  გახდება.

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალი ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება. ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ არაერთხელ გამოსულა სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობა.

20 მილიონი დოლარის ინვესტიციას აღნიშნულ პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo ახორციელებს.

კომპანია „ბათუმის ნავთობტერმინალი“ შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ აქციების 100%-ის მფლობელია. თავის მხრივ, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ 2008 წლის თებერვლიდან ყაზახურ კომპანია სს „ყაზტრანსოილს“ ეკუთვნის.

96
თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
პარტია „ტრიბუნას“ დროშა

ცნობილი ქართველი უფლებადამცველი პოლიტიკაში მიდის

0
(განახლებულია 20:04 15.08.2020)
პარტია, რომელშიც შევიდა მუხაშავრია, არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.

თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. ცნობილმა უფლებადამცველმა, დამფუძნებელმა არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ლია მუხაშავრიამ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა და შეუერთდა პარტიას „ტრიბუნა“, იუწყება ტელეარხი Imedi.

პარტია „ტრიბუნა“ 2019 წელს მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა დავით ჭიჭინაძემ დააფუძნა. წელს პარტია არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და ცესკოში რეგისტრაცია უკვე გაიარა.

„ამ არჩევნებმა ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. მე ვფიქრობ, რომ „ტრიბუნას" სწორედ ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული გეგმები პოლიტიკაში“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

პარტია „ტრიბუნა“ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. იმისათვის, რომ პარლამენტში მისი წარმომადგენელი მოხვდეს, მან ამომრჩევლების ხმების მინიმუმ 1% უნდა მიიღოს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის მათში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე 52-მა პარტიამ გაიარა.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება