Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ფეხმძიმე ჯანეტ ქერდიყოშვილი დედასთან ერთად „შოპინგობს“ – მშვენიერ მოდელს ვეღარ იცნობთ

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის დაოჯახებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქართველი პროდიუსერისთვის ეს მესამე ქორწინებაა. ულამაზესი მოდელი და სიმპათიური ტელესახე ჰარმონიულად გამოიყურებიან. ჯანეტი შემოდგომას დედასთან ერთად ატარებს.

ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახლად დაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და ახლა პატარა ანგელოზის მოლოდინში არიან. ნოეს მესამე შვილი ეყოლება. ჯანეტის ფეხმძიმობას პროდიუსერი მუდამ თბილი სიტყვებით ეხმაურება. საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, ჯანეტი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს აქტიურად ესწრება.

ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცნობადობა სკანდალური განცხადებით აიმაღლა. ის სტერეოტიპულ და ტრადიციულ აზროვნებაში დაადანაშაულეს. ამის გამო რამდენიმე წლის წინ არხ "მარაოზე" გამოთქმული აზრი მთელ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ჯანეტის თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს, გააკრიტიკეს, რის გამოც გადაცემა „პროფილში“ მან საკუთარი ნააზრევი საჯაროდ განმარტა. მიუხედავად ყველაფრისა, წყვილს შორის სკანდალები არც ისე ხშირად ვრცელდება.

სოციალური ქსელებიდან ჩანს, რომ ჯანეტის მშობლები საზღვარგარეთ, კერძოდ, რუსეთში ცხოვრობენ. მოდელი დედ-მამის ფოტოებს Instagram-ზე ხშირად აქვეყნებს. გარდა ამისა, მისი ბუნებრივი სილამაზით გაოცებულებს საშუალებას აძლევს შეადარონ დედას უფრო ჰგავს თუ მამას. აშკარაა, რომ ჯანეტი დედის ასლია. ისინი საუკეთესო მეგობრები არიან და ტკბილი ოჯახი აქვთ. ჯანეტი ოჯახთან გატარებულ თითოეულ წამს ძვირფასი ბრილიანტივით უფრთხილდება. ამჯერად დედა-შვილი მოდური სამოსის ყიდვის შემდეგ არანაკლებ მოდურ კაფეში ჩამოსხდნენ, საიდანაც ჯანეტმა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0