შორენა ბეგაშვილი კახა მამულაშვილი

შორენამ „მამულიჩას“ რომანტიკული ვახშამი მოუწყო რა ხდება ვარსკვლავებს შორის? ფოტოები

8308
(განახლებულია 18:18 06.11.2019)
მამულიჩას დაკავებას ქალაქი აქტიურად განიხილავდა და, მიუხედავად გაჩენილი პრობლემებისა, მათი ქორწინება მყარი აღმოჩნდა. ახლა კი შორენა და მამულიჩა ერთად ვახშმობენ. ნახეთ, რა მოუმზადა მამულიჩას ქართველმა სექს-სიმბოლომ.

სოციალურ ქსელში პროდიუსერ კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და მსახიობ შორენა ბეგაშვილის ერთად ყოფნის ამსახველი ფოტოები სულ უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება. კახა და შორენა მეგობრების წვეულებებზე, დაბადების დღეებსა და საღამოებზე დროს მუდამ ერთად ატარებენ.

ამ ზაფხულს ორი ვარსკვლავი ბიჭოლას დაბადების დღეზე დააფიქსირეს, მოგვიანებით – ლელა წურწუმიას გრანდიოზულ სოლო კონცერტზე თბილისში. ახლა კი მამულიჩა შორენა ბეგაშვილის სახლში ნებივრობს. შორენას მობილურით „სთორი“ გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შორენა ბეგაშვილი, სახლის ფორმაში გამოწყობილი, სამზარეულოში ფუსფუსებს, რა დროსაც მამულიჩამ დააფიქსირა. სექსუალურმა შორენა ბეგაშვილმა მამულიჩას ვახშამი მოუმზადა. მომზადების პროცესს ლელა წურწუმიას პროდიუსერი ვირტუალურ სივრცეში დიდი სიამოვნებით აქვეყნებს და შორენას სიცილს იწვევს. გადაღების მომენტში კახა მამულაშვილმა იხუმრა, რომ „ქალი იცის „კუხნაში“.

შორენა ბეგაშვილს მოკრძალებული სუფრა აქვს გაშლილი. როგორც ჩანს, ბეგაშვილსა და მამულაშვილს რამდენიმეწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. ვარსკვლავებს შორის ყველაზე მეგობრულები სწორედ ისინი არიან. ევას ოპერაციისა და რეაბილიტაციის პერიოდში ლელა და მამულიჩა სულ მუდამ შორენას გვერდით იდგნენ.

 

8308
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1915)
ხანდაზმული მამაკაცები კოტე აფხაზის ქუჩაზე

პანდემიის შედეგად კომპენსაციის სახით 80 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

58
(განახლებულია 20:07 16.07.2020)
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ 2020 წლის პირველ აგვისტომდე.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

58
თემები:
COVID-19 საქართველოში
ბერლინი

ქართველი სტუდენტები გერმანიაში სასწავლებლად დაბრუნებას შეძლებენ

32
(განახლებულია 17:46 16.07.2020)
საქართველოს მთავრობამ ქართველი სტუდენტებისთვის სპეციალური ავიარეისი დაამტკიცა, რომელიც 25 ივლისს შესრულდება

თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. დაინიშნა დამატებითი სპეციალური ავიარეისი თბილისი–ბერლინი–თბილისი, რათა ქართველმა სტუდენტებმა გერმანიაში დაბრუნება და სწავლის გაგრძელება შეძლონ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

ბილეთები არის, მაგრამ მათი შეძენა ადვილი არ არის: ვინ და როგორ გაფრინდება საქართველოდან>>

მისი თქმით, სტუდენტები ბერლინში გამგზავრებას უკვე 25 ივლისს შეძლებენ.

„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ, სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით“, – განაცხადა თურნავამ.

მან სტუდენტებს მოუწოდა, დროულად მიმართონ მთავრობის ადმინისტრაციასთან არსებულ ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, რათა მიიღონ ადგილები ბორტზე.

ევროპის მიმართულებით ყველა ავიარეისი და ბილეთის გაყიდვა შეთანხმდება – თურნავა>>

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ ყველა რეგულარული რეისი 2 აგვისტომდე შეაჩერა, სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები გარკვეული მიმართულებებით. იმისთვის, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებაში, ხელისუფლებამ ე.წ. სოციალური რეისების შემოღება გადაწყვიტა, როდესაც სახელმწიფო ბილეთის ღირებულების ნაწილს ფარავს და ბილეთი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომია.

32
მონღოლი ბიჭი

ბუბონურმა ჭირმა მონღოლეთს მიაღწია - ექიმების პასუხი

0
ეს მონღოლეთში ბუბონური ჭირით დაინფიცირების მეორე შემთხვევაა. ადრე ამავე პროვინციაში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. მონღოლეთის ექიმებმა განაცხადეს ბუბონური ჭირით ინფიცირების შესაძლო შემთხვევის შესახებ - საუბარია ქვეყნის დასავლეთით მდებარე გოვ-ალტაის პროვინციის მკვიდრ 16 წლის მოზარდზე, რომელიც უკვე იზოლაციაში მოათავსეს, იუწყება სააგენტო Xinhua News Agency ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

„16 წლის ბიჭმა ერდენეს სომონიდან (უმცირესი ტერიტორიული ერთეული მონღოლეთში) იზოლაციაშია ადგილობრივ საავადმყოფოში. ოთხშაბათს მას მაღალი სიცხე ჰქონდა“, - იუწყება მონღოლეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

ცნობილია, რომ 14 ივლისს ბიჭმა ვირზაზუნას ხორცი შეჭამა. ეს მღრღნელი ხშირად არის ბუბონური ჭირის გადამტანი. ექიმები მოქალაქეებს არ ურჩევენ მის ჭამას.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ამავე პროვინციაში (გოვ-ალტაი) ბუბონური ჭირით ინფიცირების შედეგად 15 წლის მოზარდი დაინფიცირდა. მოზარდი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. დადგინდა, რომ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მან მეგობრებთან ერთად ვირზაზუნის ხორცი შეჭამა. გარდაცვლილი მოზარდის ორი მეგობარი და კიდევ 15 პირი კარანტინში მოათავსეს და მკურნალობას საავადმყოფოებში გადიან, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ჭირი - მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება და ძალიან გადამდებია. ბუნებრივ კერებში ინფექციის - ჭირის ჩხირის - წყაროებია ძირითად მღრღნელები: ვირზაზუნა, თრია, ციყვი, ვირთხები, ხოლო გადამტანები რწყილები არიან.

0
თემები:
მსოფლიო დღეს