შმაქსის აქცია

„შმაქსისტები" ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

68
(განახლებულია 17:16 06.11.2019)
პროექტ „შმაქსის" მონაწილეებს ხელისუფლებასთან სამი მოთხოვნა აქვთ – შეწყდეს მათზე ნადირობა, ჩამოიწეროს ჯარიმები და შეჩერდეს „ტაქსის რეფორმა" თბილისში.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის" პროექტის მონაწილე „შმაქსისტები" დედაქალაქში ტაქსის მუშაობის ახალი წესების გაპროტესტების მიზნით პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.

მათი პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ „შმაქსის" ამოსაცნობი ნიშნით მოძრავი ავტომობილები ტაქსი არ არის, რადგანაც თანხას იღებენ ლექციისთვის და არა მგზავრობისთვის. მიუხედავად ამისა, თბილისის მერიამ არაერთხელ გააფრთხილა „შმაქსისტები", რომ ისინი არღვევენ კანონს და, შესაბამისად, დაჯარიმდებიან.

Акция протеста водителей Шмакси в столице Грузии
© Sputnik / Shota Nozadze
"შმაქსისტების" აქცია

„ერთი კვირის წინ აქცია გვქონდა და მას შემდეგ მხოლოდ ორი ჯარიმა გამოიწერა. მაგრამ ახლა დღეში შვიდჯერ აჩერებენ „შმაქსის" მანქანებს, რაც პრობლემაა", – განაცხადა „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

მისი სიტყვებით, „შმაქსი" არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უკვე სამ ქალაქშია წარმოდგენილი – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია პროექტის შეძენით.

პარტია „გირჩს" და „შმაქსისტებს" ხელისუფლებასთან სამი მოთხოვნა აქვთ.

„მოთხოვნები: პირველი – შეწყდეს "შმაქსზე" ნადირობა, მეორე – გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც პოლიციამ 1 ოქტომბრის შემდეგ გამოწერა და მესამე – შეჩერდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ტაქსების А და В კატეგორიებად დაყოფის ნორმა.

A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე. А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვთ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის მუშაობა მხოლოდ ტაქსის კომპანიებთან თანამშრომლობით არის ნებადართული.

9 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისში А კატეგორიის 7,5 ათასი ტაქსი და В კატეგორიის დაახლოებით 8,9 ტაქსი მოძრაობდა.

68
თემები:
თბილისი დღეს (1374)