Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თამო ვაშალომიძე გათხოვდა? – სოციალურ ქსელში ფოტომოდელის ქორწილის სურათები ვრცელდება

© photo: Tamo Tamo Vashalomidze / FBთამო ვაშალომიძე
თამო ვაშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის ცნობილი თამო ვაშალომიძე საზოგადოების გაოცებას ან გაღიზიანებას არ წყვეტს. ფოტომოდელმა სხვადასხვა ხერხით ბევრი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. ამჯერად ვაშალომიძის და უცნობი მამაკაცის საქორწინო სურათები გავრცელდა.

ეპატაჟური, თამამი, სკანდალური და ამავდროულად საინტერესო ცხოვრებით გამორჩეული თამო ვაშალომიძე ეროტიკული ხასიათის ფოტოსესიებს არ წყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მისგან აღარაფერი უკვირს, მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც მისი ცხოვრება აოცებთ. ამაზე თამოს სოციალური ქსელების ხელმომწერების სიმრავლეც მეტყველებს – 98 ათასამდე ხელმომწერი. შესაბამისად, თამოს ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა არ იკლებს.

სკანდალური თამო ვაშალომიძე ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, მაგრამ ულამაზესი ქალიშვილი საზოგადოებისთვის უცნობი და, როგორც თავად ამბობს, დაოჯახებული მამაკაცისგან ჰყავს. ფოტომოდელის პირად ურთიერთობებზე ყველა საუბრობს. საკმარისია თამო მამაკაცთან ერთად გამოჩნდეს, სოციალურ ქსელში ბუმი იწყება.

უკანასკნელად ვნებათაღელვა გამოიწვია ფოტომ, რომელზეც თამო უცნობმა მოდელმა მამაკაცმა ლაზაროს ლაფაურმა მონიშნა. ფოტომოდელები კოსტიუმსა და საქორწინო კაბაში გამოწყობილები პოზირებენ, რამაც თაყვანისმცემლების გაკვირვება გამოიწვია. როგორც ჩანს, ეს კოლეგების ერთობლივი ნამუშევარია. მათ შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის გარდა არაფერი სუფევს.

საზოგადოებისთვის ცნობილი ფოტომოდელი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ლამაზი ფოტოსესიებით ანებივრებს. ქართველი ცნობადი სახის სექსუალური ხასიათის სურათებს უამრავი მოწონება აქვს.

გარდა გაზიარებული ფოტოსესიებისა, Instagram-ზე ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღონ. თამო ვაშალომიძე ყურადღების მიქცევას მიმზიდველი ფორმებით, გამომწვევი ჩაცმულობით და ეპატაჟურობით ცდილობს. მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს 40 000-მდე ნახვა, ხოლო ფოტოებს 4 000-ზე მეტი მოწონება აქვს. აღსანიშნავია, რომ ვაშალომიძე სხვადასხვა თოქ-შოუებში რეიტინგულობით გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.

ყველა ახალი ამბავი
0