გიორგი გილიგაშვილი

„და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა...“ გიორგი გილიგაშვილს სახლი დაეწვა

12108
(განახლებულია 15:44 05.11.2019)
27 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადეობამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“.

მსახიობ გიორგი გილიგაშვილის სახლი სრულად დაიწვა. შემთხვევა მეტროს სადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინწინ მოხდა. მსახიობი სახლში და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლო. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროგაყვანილობაა.

გიორგი გილიგაშვილი პოპულარული „პრაიმ შოუში“ გაკეთებული განცხადებების შემდეგ გახდა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ახალგაზრდამ საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მისი წარმოთქმული ფრაზა „ჩემმა მზემ“ კი ხალხმა სოციალურ ქსელში აიტაცა.

„ვერავინ ვერაფერს წამართმევს და წაგვართმევს, ამ შემთხვევაში არ ვამბობ ჩემს გამო, რომ მე ეგეთი მაგარი ვარ, დიდება უფალს, ძმაო, სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაა. ამ შემთხვევაში ვამბობ ქრისტიანი კაცის გადმოსახედიდან, იმიტომ რომ სარწმუნოება სადაც არის, ჩემმა მზემ, ვერავინ გაგვეკარება, მაგრამ როგორც მადლია გადამდები, ისეა ცოდვაც“, – განაცხადა გილიგაშვილმა.

27 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადეობამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა.

„ძალიან მიყვარს ცხენი და მისით ჯირითი. ხშირად თუ არა, იშვიათად მაინც ჩამომყავს ხოლმე იპოდრომიდან, ხანაც მეგობრები მათხოვებენ და ქალაქში დავსეირნობ. სინდისს ვფიცავ, არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი მოვაწონო, უბრალოდ, ჟინს ვიკლავ ჩემი ქართველობით და ჩემი მეობით. ერთ დღესაც ცხენით ჩავიარე აბაშიძეზე, მაშინ იმ ჭკუაზე ვიყავი, ცხენს გამოვიყვანდი და გავაჭენ-გამოვაჭენებდი ხოლმე შუა ქალაქში. ჩოხით ვიყავი შემოსილი, ჰოდა, ამ დროს დამინახა ვიღაც ბიჭმა და მითხრა, - მელანდებიო?! - თუ რეალური ხარ, "ტფილისში" უნდა გადაგიღოთო“, – ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი. როგორც თავად აღნიშნავს, მენტალობითა და მანერებით ზუსტად იგივე პიროვნებაა, ვისაც სერიალში თამაშობდა.

მსახიობობასთან ერთად გიორგი ასევე მღერის. გილიგაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის. ამბობს, რომ ამისთვის დრო არ აქვს, მაგრამ ინფორმაციას დების წყალობით იღებს.

12108
თემები:
სელებრითების ცხოვრება (847)