კადრი ფილმიდან და ჩვენ ვიცეკვეთ

„ქართული მარში" ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე: მოხდება კინოთეატრების ბლოკირება

240
(განახლებულია 20:27 04.11.2019)
ფილმის პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა და ის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მოძრაობა „ქართული მარში" საქართველოს კინოთეატრებში ახალი ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ჩვენების ჩაშლას გეგმავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში თავდაპირველად მხოლოდ სამი დღით, 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

„ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებენ.

„8 ნოემბერს, როდესაც თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დაგეგმილია გეი პროპაგანდისტული ფილმის პრემიერა და ჩვენება, ჩვენ აუცილებლად ჩავშლით ჩვენებას. ესაა თითოეული ქართველის მოვალეობა, მართლმადიდებლის, მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის და გარყვნილების ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში", — განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, „ქართული მარშის" წევრები და ორგანიზაციის მხარდამჭერები „მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ კინოთეატრების ბლოკირებას".

ამასთან, ბრეგაძემ საქართველოს საპატრიარქოსაც მიმართა და ამ ფილმთან დაკავშირებით მკაფიო აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

„მოუწოდოს მრევლს, გამოვიდეს ქუჩაში და ჩაშალოს გეი პროპაგანდისტული ფილმის ჩვენება. ეს არის ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მოვალეობა“, – თქვა ბრეგაძემ.

კინოფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" (And Then We Danced) ქართული კომპანია Takes Film-ის და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director"s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ივლისში ლევან აკინის ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

 

240
თემები:
თბილისი დღეს (1617)
ნატალია ყიფშიძე

უზარმაზარი იასამნისფერი მოდური ნაწნავი - ნატალია ყიფშიძის რადიკალური ცვლილება

15
(განახლებულია 15:49 28.05.2020)
ცნობილი მოდელისა და მსახიობის ქალიშვილი თამამი  ექსპერიმენტებით გამოირჩევა.  ნახეთ როგორი ექსტრავაგანტული გადაწვეტილება მიიღო ცნობილების შვილმა

სკანდალური მშობლების ერთადერთი საერთო ქალიშვილი იმიჯის ცვლილებებს არ უშინდება. მის თითოეულ ნაბიჯს დედა მკაცრად აკონტროლებს, თუმცა ნატალია ჰყვება, რომ ყველაზე დიდი გულშემატკივარი მაინც კრისტია. მიუხედავად იმისა, რომ ნატალია მამასთან ერთად აღარ ცხოვრობს, მათი ურთიერთობა უფრო გულისხმიერი გახდა.

View this post on Instagram

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

გიორგი ყიფშიძეს ვაჟი შეეძინა. უფროსი ქალიშვილი პატარა კოსმოს განსაკუთრებული სიყვარულით უვლის. ნატალია აღნიშნავს, რომ მამასთან დღემდე მეგობრული დამოკიდებულება აქვს. რამდენიმე წელია თინეიჯერი გოგონა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში პიკანტური და გამომწვევი სურათების გამოქვეყნებას არ უშინდება. თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა და დიდ მოწონებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობების ოჯახში გაზრდილი ნატალია სულ სხვა სფეროში აღმოჩნდა. ის შეყვარებულის პროფესიით დაინტერესდა და „ჯიპაში“ ციფრული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩააბარა.

View this post on Instagram

@g.bar.tbilisi 💜

A post shared by natalia kipshidze (@nataliakipshidze) on

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. Instagram-ის ოფიციალური გვერდზე ნატალიას 40 ათასზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს, რომლებიც მოდელის და მსახიობის ქალიშვილს კომპლიმენტებით ავსებენ. ნატალია თავის მხრივ, თანატოლებისთვის სამაგალითო გოგონად იქცა. თანამედროვე სტილითა და სითამამით გამორჩეული - ასე აფასებენ მას მისი მეგობრები.

ნატალიამ გრძელ შავ თმებს ულამაზესი შტრიხი დაუმატა. გოგონამ იასამნისფერი ძაფებით უმსხვილესი ნაწნავი დაიწნა. თამამი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, „ფოლოვერებმა“ დადებითად შეუფასეს.

15
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ილია მეორე

ილია მეორე: ადამიანი ბედნიერებისთვის არის გაჩენილი

27
(განახლებულია 17:04 28.05.2020)
პატრიარქის სიტყვებით, იმისთვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, მან სხვებისთვის უნდა იცხოვროს და გაახაროს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik.  ადამიანი დაბადებულია ბედნიერებისთვის, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ქადაგებისას. 

ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ უფლის მსგავსად, ყველა ადამიანი უნდა ამაღლდეს და მას უნდა ახსოვდეს, რომ ამ წუთისოფელში დროებით ვიმყოფებით.

 „მინდა, გაგამხნევოთ: ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს არის ან მომავალში იქნება – ისინი ჩვენ ამაღლებაში დაგვეხმარება... ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, განსაცდელი, ეს ყველაფერი უწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ... ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება არის წუთისოფელი...  ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის სიტყვებით, იმისთვის, რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, მან სხვებისთვის უნდა იცხოვროს და გაახაროს.

 „ადამიანი სიხარულისთვისაა გაჩენილი, მწუხარებისთვის კი არა... ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ გონება, იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა“, – განაცხადა ილია მეორემ.

ქადაგებისას კათოლიკოს–პატრიარქმა ნინოობის დღესასწაულზეც ისაუბრა.

 „ორშაბათს არის ნინოობა, ხვალ მივემგზავრებით ბოდბეში და კვირას საღამოს იქნება ლოცვა, ორშაბათს წირვა. წმინდა ნინო შეგეწიოთ და დალოცვილი იყავით“,- განაცხადა პატრიარქმა.

27
ეკა კობახიძე

ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრება - სილამაზის კონკურსში გამარჯვება და მიუსფარ ცხოველებზე ზრუნვა

0
(განახლებულია 17:18 28.05.2020)
90-იან წლებში ტელევიზიის „მეორე არხის“ ერთ-ერთი ცნობადი სახე იყო. თუმცა მანამდე თბილისმა ეკა კობახიძე გაიცნო სილამაზის კონკურსიდან, რომელსაც მომავალი კინოვარსკვლავები უნდა გამოევლინა.

კონკურსი იმ დროის გაყინულ ქალაქში თავისებურ გამონათებად იქცა. კონკურსის მონაწილეებს არც ვიზაჟისტები და სტილისტები ემსახურებოდნენ და არც მოდური დიზაინერის კაბები ეცვათ. თუმცა 18 წლის გოგოს ბუნებრივმა სილამაზემ და საკონკურსო დავალებების საინტერესოდ შესრულებამ მაშინვე მიიქცია მაშინდელი ინოვაციური ტელეარხის ხელმძღვანელების ყურადღება და მალე სატელევიზიო სივრცეში გადაინაცვლა.

ტელევიზიამ სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება და შემოქმედებით სამყაროში დაასახლა. მალე 90-იანი წლების ცნობილი ტელეგადაცემის „სინემა“ წამყვანი გახდა. მოგვიანებით ბედი კინოშიც სცადა. ფილმმა „სუსა“, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, გრან-პრი ბევრ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო, ნაჩვენები იყო ბერლინალესა და როტერდამის ფესტივალებზე.

დღეს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის სერვის ცენტრში მუშაობს. სამი შვილის დედას ქალაქში სხვა კუთხით იცნობენ -  როგორც მიუსფარი ცხოველების ერთგულ დამცველსა და მფარველს, რომელმაც ოჯახში რვა ოთხფეხა მეგობარი შეიფარა.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- ეკა, თავიდან დავიწყოთ: რას გაიხსენებს ყოფილი „მის თბილისი“ სილამაზის კონკურსის შესახებ და საერთოდ, იმ დროიდან?

- ეს იყო 1993 წელს, როცა თბილისში გამოცხადდა კონკურსი „მომავალი კინოვარსკვლავები-ბემონი“. იდეა, რომ მასში მიმეღო მონაწილეობა ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა მომაწოდეს. გავედი ქასთინგზე და კონკურსის ფინალში მოვხვდი. ეს ის დრო იყო, როცა არ ვიყავით განებივრებული არც სალონებით და არც დიზაინერების მიერ შექმნილი კაბებით. საკუთარ თავზე თავად ვზრუნავდი. კონკურსის ფინალი გრიბოედოვის სახელობის გაყინულ თეატრში ჩატარდა. აი, მაშინ პროფესიონალები მოიწვიეს სილამაზის სალონიდან „ოცნება“, ხოლო მაკიაჟი ანუკა მურვანიძემ გამიკეთა. ეს იყო ძალიან ემოციური საღამო.

ეკა კობახიძე (მარჯვნივ) სილამაზის კონკურსზე
ეკა კობახიძე (მარჯვნივ) სილამაზის კონკურსზე

- საფინალო დავალება რა გქონდათ?

 -კონკურსანტებს მოგვცეს დავალება „როგორ მივიდოდით რეჟისორთან გადაღების პირველ დღეს.“ ყველაზე მაღალი ქულა ამ დავალებისთვის მე ავიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამეულში აუცილებლად მოვხვდებოდი. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვიყავი როცა მამა სცენაზე ამოვიდა და ხელში ამიყვანა. მეორე დღეს უკვე სხვა რეალობაში გავიღვიძე. ჩემი სამეგობრო ამაყობდა, ქუჩაში ყველა მილოცავდა. მიუხედავად ცდუნებისა, პოპულარობას ისე ვგრძნობდი, როგორც პასუხისმგებლობას. როცა პირველად ავტოგრაფი მთხოვეს უფრო გამიკვირდა ვიდრე მესიამოვნა, მაგრამ მეორედ უკვე თავდაჯერებული ვიყავი.

სტატია ეკა კობახიძეზე მაშინდელ პრესაში
სტატია ეკა კობახიძეზე მაშინდელ პრესაში

- ტელევიზიაში სილამაზის კონკურსის შემდეგ მოხვდით...

- დიახ, კონკურსის სპონსორებს შორის ტელეკომპანია იყო. მისმა მთავარმა რედაქტორმა, ბატონმა ზურაბ აბაშიძემ მიმიწვია გადაცემაში „სინემა“ წამყვანად და ჟურნალისტად. ეს იყო ჩემი პირველი სამუშაო გამოცდილება. ამ პერიოდმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს პიროვნულ განვითარებაზე. პროფესიული ურთიერთობა მქონდა ცნობილ მსახიობებთან, რეჟისორებსა და კინოკრიტიკოსებთან- ეს იყო ზღაპრული სამყარო. იმ პერიოდში „მეორე არხი“ და კონკრეტულად ეს გადაცემა ახალი სიტყვა იყო ტელევიზიაში. მეამაყება, რომ ვმუშაობდი პროფესიონალებთან: ზურაბ აბაშიძესთან, ზაზა დარასელთან,  მანანა ნაცვლიშვილთან და კიდევ ბევრ ღირსეულ ადამიანთან.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- კინოში როგორ აღმოჩნდით?

- 2010 წელს როდესაც ტელეკომპანია „იმედზე“ ვმუშაობდი ჩემი ფოტო სააგენტოებში იყო. სწორედ იქ ნახა მანანა ორბელიანმა, რომელიც ქასთინგისთვის დამიკავშირდა. ფილმის რეჟისორი რუსუდან პირველი გახლავთ. მოკლედ გავიარე ქასთინგი და მე მთავარ როლზე დამამტკიცეს. ასე მოვხვდი დიდ კინოში. ფილმს „სუსა“ ჰქვია და ცხოვრების დრამაა ერთ უბედური ქალზე, რომელიც ქმრის ჩამოსვლას ელოდება და არყის საამქროში შვილთან ერთად მუშაობს. ის პერიოდი ჩემთვის გამოცდასავით იყო.

- დღეს სამი შვილის დედა ხართ, თუ იციან თქვენმა შვილებმა ის, რაც მოგვიყევით?

- ჩემმა შვილებმა ზოგადად იციან, რადგან ამ თემას აქტიურად არ განვიხილავ, თანაც, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო. ოჯახმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოიტანა, თუმცა ინტერესები არ შეუცვლია.

ფილმში სუსა
ფილმში "სუსა"

- დღეს მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნავთ და რვა ძაღლი შეიფარეთ ოჯახში, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

-ოთხფეხა მეგობრებზე ყოველთვის ვზრუნავდი. არ მახსოვს პერიოდი, რომ ოჯახში ძაღლი არ გვყოლოდა. ქუჩა სავსეა სისასტიკით, განსაკუთრებით დაუცველი და მიუსაფარი ცხოველების მიმართ არიან დაუნდობლები. ყველა ძაღლი რომელიც ჩემს სახლშია ადამიანური სისასტიკის მსხვერპლია, ზოგი გამოგდებულია სიბერის გამო, ზოგი კი პირდაპირი მნიშვნელობით ნაწამები. გვერდს ვერ ავუვლიდი მათ და ღია ცის ქვეშ ვერ მივატოვებდი ბედის ანაბარად. გადაწყვეტილებას თავისთავად ვიღებ, დაუფიქრებლად და ემოციურად, ისინი უბრალოდ მომყავს სახლში. მათთან თანაცხოვრება რთული არ არის, როცა ოჯახი მხარს გიჭერს.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

-არ გიჭირთ მათი მოვლა?

-რა თქმა უნდა რთულია მათი მოვლა, უფრო სწორად დამღლელია. ეს არის ტიტანური შრომა იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დღე დილის ექვს საათზე იწყება, ძაღლების ქუჩაში გაყვანა რომ მოვასწრო სამსახურამდე. სახლში სივიწროვის მიუხედავად ყველას თავისი კუთხე აქვს და მეგობრულად ვთანაცხოვრობთ. კიდევ დავამატებდი იმას, რომ მყავს ერთი კატა და თუთიყუში, რომელიც ჩემმა კატამ პირით მომიყვანა.

- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლამაზი ქალბატონი მიუსფარ ძაღლებს მფარველად ევლინება, ბრიჯიტ ბარდოს მაგალითი ხომ არ გახდა თქვენთვის მისაბაძი?

- ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრება და ცხოველებზე ზრუნვა ყოველთვის მისაბაძია. სამწუხაროდ მე არ მაქვს მისი მსგავსი შესაძლებლობები. ჩემი ოცნებაა მქონდეს მიწის ნაკვეთი, სადაც დიდ თავშესაფარს მოვაწყობდი. აუცილებელია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, სხვაგვარად არაფერი გამოვა. ძალიან ხშირად უსიამოვნებები მაქვს და ეს ნებისმიერ ცხოველთა დამცველს კარგად ესმის, მაგრამ ვერანაირი პროტესტი ვერ მათქმევინებს უარს იმაზე რასაც ვაკეთებ. სახლში შეფარებული ძაღლების გარდა ყოველდღიურად ჩემს საცხოვრებელ სახლთან მიმდებარე ქუჩებზე მობინადრე მიუსაფარ ცხოველებსაც ვკვებავ და ვუვლი.

ეკა კობახიძე
ეკა კობახიძე

- ამბობენ ცხოველებისადმი სიყვარული და სიკეთე ერთი ფესვიდან აღმოცენებული გრძნობააო...

- ჩემი აზრით, სიკეთე სუბიექტური ცნებაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შენი ქმედებით ზიანი არ მიაყენო სხვას, ნებისმიერ სულიერს. სიკეთე სულის მოთხოვნილებაა და ადამიანური თვისებაა. თუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ადამიანი გვქვია, მაშინ გულმოწყალება უნდა გამოვიჩინოთ დაუცველი არსებების მიმართ. ნუ ვატკენთ მათ, ნუ დავჩაგრავთ და იქნებ, შევიყვაროთ კიდეც...

0