თბილისში საუკეთესო მზარეული დაასახელეს – ის ახლა „მზარეულთა ოსკარისთვის" იბრძოლებს

© Sputnik / Alex Shlamovკონკურსი საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის
კონკურსი საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებულის პირველი პრიზია ტალინში (ესტონეთი) კონტინენტის პირველობის საგზური, ხოლო შემდეგ უკვე შანსი, რომ საკუთარი თავისა და ქართული სამზარეულოს შესახებ განაცხადოს მზარეულთა კონკურსზე საფრანგეთში.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდება თბილისელ ერიკ სარქისიანს ერგო – სწორედ ის წარადგენს ქვეყანას მზარეულთა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე საფრანგეთში Bocuse d'Or („ოქროს ბოქიუზი"), აცნობეს მზარეულთა კონკურსის ორგანიზატორებმა „Sputnik-საქართველოს".

© Sputnik / Alex Shlamovკონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის
თბილისში საუკეთესო მზარეული დაასახელეს – ის ახლა „მზარეულთა ოსკარისთვის იბრძოლებს - Sputnik საქართველო
კონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის

ერიკ სარქისიანმა თავის გუნდთან ერთად მოამზადა ღორის სუკი სამი ტექნოლოგიით სეზონური გარნირით. მეორე ადგილი დაიკავა გაბრიელ წიკლაურმა, ხოლო მესამე – გიორგი არაბულმა.

© Sputnik / Alex Shlamovკონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის
თბილისში საუკეთესო მზარეული დაასახელეს – ის ახლა „მზარეულთა ოსკარისთვის იბრძოლებს - Sputnik საქართველო
კონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის

გამარჯვებული ორი დღის განმავლობაში – 2 და 3 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში მიმდინარე კონკურსზე გამოავლინეს. მზარეულების შემოქმედებას აფასებდა ჟიური, რომლის წევრი იყო ლევან კობიაშვილიც – საქართველოს Bocuse d'Or-ის პრეზიდენტი.

© Sputnik / Alex Shlamovკონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის
თბილისში საუკეთესო მზარეული დაასახელეს – ის ახლა „მზარეულთა ოსკარისთვის იბრძოლებს - Sputnik საქართველო
კონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის

მზარეულებისთვის „ოქროს ბოქიუზი" იგივეა, რაც „ოსკარი" კინემატოგრაფისტებისთვის ან ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება სპორტსმენებისთვის. კონკურსში გამარჯვება არა მხოლოდ უხსნის მის მონაწილეებს მიმზიდველ პერსპექტივებს, არამედ ამაღლებს ქვეყნის კულტურულ პრესტიჟს, ამახვილებს ყურადღებას მის ეროვნულ სამზარეულოზე, აგრეთვე გასტრონომიული ინდუსტრიის განვითარების დონეზე.

© Sputnik / Alex Shlamovკონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის
თბილისში საუკეთესო მზარეული დაასახელეს – ის ახლა „მზარეულთა ოსკარისთვის იბრძოლებს - Sputnik საქართველო
კონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის

Bocuse d'Or-ში მონაწილეობის უფლება საქართველომ 2019 წელს წარმატებული გამოსვლის წყალობით მოიპოვა კულინარიულ გამოფენაზე Sirha, ფრანგული გასტრონომიის დედაქალაქ ლიონში. კონკურსი ატარებს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი შეფ-მზარეულის პოლ ბოქიუზის სახელს (Paul Bocuse).

© Sputnik / Alex Shlamovკონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის
თბილისში საუკეთესო მზარეული დაასახელეს – ის ახლა „მზარეულთა ოსკარისთვის იბრძოლებს - Sputnik საქართველო
კონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის

Bocuse d'Or-ის წინ საქართველოს უძლიერესი მზარეული ჯერ კონტინენტის პირველობას ეწვევა ტალინში.

© Sputnik / Alex Shlamovკონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის
თბილისში საუკეთესო მზარეული დაასახელეს – ის ახლა „მზარეულთა ოსკარისთვის იბრძოლებს - Sputnik საქართველო
კონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის

შემდეგი Bocuse d'Or გაიმართება 2021 წელს. 1987 წელს საფრანგეთში დაარსებული კონკურსი 30 წლის განმავლობაში კარნახობს ტენდენციებს გასტრონომიულ სამყაროს და სხვადასხვა ქვეყნის შეფ-მზარეულებს აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ თავიანთი ოსტატობა, ასახონ ადგილობრივი სამზარეულოს ტრადიციები და მოიპოვონ Bocuse d'Or-ის მთავარი ჯილდო.

© Sputnik / Alex Shlamovკონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის
თბილისში საუკეთესო მზარეული დაასახელეს – ის ახლა „მზარეულთა ოსკარისთვის იბრძოლებს - Sputnik საქართველო
კონკურსი საქართველოს საუკეთესო მზარეულის წოდებისთვის

ეროვნული შესარჩევი ტური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0