სანტა–კლაუსი

თბილისის მერია საახალწლოდ „სანტას კომპლექსს“ ააშენებს

103
(განახლებულია 20:31 28.11.2019)
სახლში, რომელიც სადღესასწაულო დეკორაციებით იქნება მორთული, იქნება სანტას ოთახი, სახელოსნო, მინი–კინოდარბაზი და სამზარეულოც კი.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლოდ „სანტას კომპლექსი“ მოეწყობა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის მერიამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა – ტენდერის სავარაუდო ღირებულება 258 ათასი ლარია. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „სანტას კომპლექსის“ კონსტრუქცია ორსართულიანი იქნება, სადაც განთავსდება თოვლის ბაბუის ოთახი, სახელოსნო, კინოჩვენების სივრცე და სანტას სამზარეულო. თავად კომპლექსი კი სხვადასხვა სადღესასწაულო დეკორაციებით იქნება გაფორმებული.

სავარაუდოდ, კომპლექსი მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი“. გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ–წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა. ღონისძიებების დიდი ნაწილი  კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

 

 

103
თემები:
ახალი 2020 წელი (37)
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 სექტემბერს

0
(განახლებულია 19:46 20.09.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 სექტემბერს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და შატილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
თემები:
თბილისი დღეს
მესტია

ახალგაზრდობის სააგენტომ პროექტი ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“ დაიწყო

34
(განახლებულია 22:16 20.09.2020)
სააგენტოს უფლებამოსილებში შედის ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბება და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მთავრობის დახმარება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურს ახორციელებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სააგენტოს წარმომადგენლებმა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „ინოვაციური ცენტრი მომავლისთვის“ გახსნეს. 

პროექტი მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტის შვიდ სკოლაში 14–29 წლამდე 150 ახალგაზრდის გადამზადებას, მათთვის STEM განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, პროგრამირებისა და რობოტექნიკის კურსის სწავლებას.

10–თვიან კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეები მიღებული ცოდნის გაზიარების მიზნით  მესტიის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ, სადაც შექმნიან კლუბებს და მენტორობას გაუწევენ კლუბის წევრებს.

სააგენტოს უფლებამოსილებში შედის ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბება და მის განხორციელებაში მონაწილეობა, მთავრობის დახმარება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

სააგენტო შექმნის პროგრამებსა და რეკომენდაციებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ და ხელს შეუწყობს პროფილური კლუბებისა და სტუდიების ჩამოყალიბებას არაფორმალური ინფორმაციის წასახალისებლად.

მილიონიანი ფონდის სახსრები მიმართულია ახალგაზრდული ორგანიზაციების განმტკიცების, ახალგაზრდობის ინიციატივების მხარდაჭერისა და მათი რეგიონის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართვისკენ.

34