ჭყონდიდის ეპარქიის ახალი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე

ვინ არის ეპისკოპოსი გრიგოლი, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი გახდა

507
(განახლებულია 20:28 01.11.2019)
წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს (ცაავა) ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო ეპისკოპოსი გრიგოლის (კაცია) ბიოგრაფიულ მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, გრიგოლ კაცია დაიბადა ქალაქ სოხუმში, ექიმის ოჯახში 1972 წელს. 1982 წელს მოინათლა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1989 წელს დაამთავრა სარატოვის საშუალო სკოლა, ხოლო 1995 წელს სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტი. 1997 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ასპირანტურაში – სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში.

2000 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 2005 წელს საქართველოში დაბრუნდა. 2005-2010 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. 2010 წელს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად გრიგოლი ეწოდა. ამავე ტაძარში ეკურთხა დიაკვნად და განმწესდა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში. 2010 წელსვე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა თბილისის მამა დავითის წმ. დავით გარეჯელის სახელობის მამათა მონასტერში. 2013 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოარჩიეს ეპისკოპოსად და მისი კურთხევა მოხდა. 2015 წლის 13 იანვრიდან იგი აგარაკ-წალკის ეპარქიის მმართველია.

წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. იმავე დღეს მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

507
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)
ნანუკა გუდავაძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი

ბერა და ბერუკა ერთად ვარჯიშობენ - მუსიკოსი უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

663
(განახლებულია 14:51 31.07.2020)
მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ვაჟი სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა ქვეყანას, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პატარა ბერუკას მუსიკა მამამ უკვე შეაყვარა. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ვაჟთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი როიალზე უკრავენ. „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“, – წერდა ახალბედა მამა. ბერამ შვილს „იავნანაც“ დაუწერა და ვიდეო, სადაც ამ მუსიკაზე ბერუკა იძინებს, სოციალურ ქსელში განათავსა. ახლა კი შვილთან ერთად ვარჯიშობს. ბერუკას, როგორც ჩანს, მამასთან ერთად ვარჯიში ძალიან მოსწონს.

View this post on Instagram

😂❤

A post shared by @ beraivanishvili_fanclub on

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

663
თემები:
სელებრითების ცხოვრება
სასწრაფო დახმარების მანქანა

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

118
(განახლებულია 10:06 13.08.2020)
გამოჯანმრთელდა 1068 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 პაციენტია.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ხუთით გაიზარდა და 1283-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1068 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

118
თემები:
COVID-19 საქართველოში