ხელბორკილები

რატომ შეწყდა პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალზე სისხლის სამართლებრივი დევნა

117
(განახლებულია 19:07 01.11.2019)
ინციდენტი 27 აგვისტოს მოხდა. შემთხვევითი გამვლელი მცირეწლოვან ბავშვს დაესხა თავს და სახეზე დანა რამდენჯერმე დაუსვა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ქალზე, რომელმაც პეკინის გამზირზე სამი წლის ბავშვი დაჭრა, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადვოკატი: სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია აქვს>>

51 წლის ქალი მცირეწლოვან ბიჭს 27 აგვისტოს დაესხა თავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე დაუსვა. ბავშვი 2015 წელს არის დაბადებული. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნა იყო, რომლის მიხედვითაც ქალი ფსიქიკურად ავად არის და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

ადვოკატ ალექსანდრე გაბუნიას თქმით, სასამართლომ ქალს სამწლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და იგი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იყო აღძრული, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

117
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1433)
სასწრაფო დახმარების მანქანა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

39
(განახლებულია 10:32 28.05.2020)
გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.   

გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

39
თემები:
COVID-19 საქართველოში
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 28 მაისს

21
(განახლებულია 19:16 27.05.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 28 მაისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

21
თემები:
თბილისის მერია
დამნაშავე ხელბორკილებით

ათასობით მოტყუებული: სექტა „სსრკ-ს მოქალაქეები“ დააკავეს

0
(განახლებულია 11:05 28.05.2020)
იმის შესახებ, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდნენ, მოქალაქეებმა მხოლოდ მაშინღა იეჭვეს, როცა კომუნალური დავალიანების გამო სახლებში ელექტროენერგია გაუთიშეს და წყალი გადაუკეტეს

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ჩრდილოეთ ოსეთში პოლიციელებმა დააკავეს სექტა „სსრკ–ს მოქალაქეების“ წევრები, რომლებიც მოტყუებით იზიდავდნენ ადეპტებს საკუთარ რიგებში.

გავრცელებული ინფორმაციით, თაღლითები მოქალაქეებს  ჰპირდებოდნენ, რომ მას შემდეგ, რაც „საბჭოთა კავშირის“ წევრები გახდებოდნენ, კომუნალური თუ საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლდებოდნენ. 

ამ გზით მათ დაახლოებით ათასამდე ყალბი პირადობის მოწმობა გაყიდეს, რომლებსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია.

ირკვევა, რომ გარდა გადასახადებისგან გათავისუფლებისა, თაღლითები მიმნდობ მოქალაქეებს ხელფასებზე დანამატების გაცემასა და 1991 წელს გახსნილი ანაბრების კომპენსაციასაც ჰპირდებოდნენ, რისთვისაც მათ სექტისთვის ბაჟის გადახდას აიძულებდნენ.

რაღა თქმა უნდა, „სსრკ–ს მოქალაქეები“ არანაირი გადასახადებისგან არავის გაუთავისუფლებია. პირიქით, სექტის ადეპტებს ვალები დაედოთ. იმის შესახებ, რომ თაღლითების მსხვერპლი გახდნენ, მათ მხოლოდ მაშინღა იეჭვეს, როცა კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო სახლებში ელექტროენერგია გაუთიშეს და წყალი გადაუკეტეს.

პოლიციის თანამშრომლებმა სექტის ოფისში საბჭოთა ნიმუშის სხვადასხვა სახის ბლანკები და დიდი რაოდენობით ფული აღმოაჩინეს. დამნაშავეებს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს